spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს რადიკალების სახით, ვხედავთ"გაფარჩაკებულ", გაუბედურებულ, გაჩანაგებულ ოპოზიციას" -...

“დღეს რადიკალების სახით, ვხედავთ”გაფარჩაკებულ”, გაუბედურებულ, გაჩანაგებულ ოპოზიციას” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვერანაირი სანქცია და შანტაჟი ვერ შეაშინებს, როცა საუბარია ქვეყნის ინტერესების დაცვაზე.

ამის შესახებ მან პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული შესაძლო სანქციების შესახებ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

არაერთხელ გავიკეთებია განცხადება, რომ სანქციებითა და შანტაჟით ვერავინ შეგვაშინებს. როდესაც საუბარია ქვეყანაზე და მის ინტერესზე, რა არის სანქციებით მუქარისა და შანტაჟის მამოძრავებელი ძალა?

რატომ აკეთებენ ამას? ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი: ერთი ის, რომ ქვეყანა არ დავთმეთ, არ ჩავრთეთ ომში, არ გავხსენით მეორე ფრონტი, მიუხედავად იმისა, ამის პირდაპირი მოწოდებები იყო კაბინეტებში, კონკრეტული ელჩების მხრიდან.

ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ, დავასახელო სახელები და გვარები. თურმე იმის გამო, რომ ქვეყანა სანქციებს არ შეუერთდა, ეს ყოფილა დანაშაული; თურმე როგორ გაბედა საქართველოს ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს, რითაც დავაზიანებდით საკუთარ ქვეყანას, ჩამოვშლიდით ეკონომიკას და გავაუბედურებდით საკუთარ ხალხს. პირდაპირ რეზოლუციაშიც ჩაგვიწერეს ეს. ჩვენ ეს ნაბიჯი არ გადავდგით. შესაბამისად, ვერც სანქციებით დაგვაშინებენ და ვერც შანტაჟით. ყოველთვის დავიცავთ ქვეყანას და მის ინტერესს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უმძიმესი მდგომარეობა აქვთ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ ბიძინა ივანიშვილის თანხებზე არ ინერვიულოთ. ისეთ მდგომარეობაში ხართ, ჯობს, საკუთარ თავზე იფიქროთ. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უმძიმესი მდგომარეობა გაქვთ. დღეს რადიკალების სახით, ვხედავთ „გაფარჩაკებულ“, გაუბედურებულ, გაჩანაგებულ ოპოზიციას და საკუთარ თავზე იფიქრეთ. ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“ და ქვეყნის ინტერესებს რაც შეეხება, ჩვენ აუცილებლად მივხედავთ ქვეყანას და გავამაგრებთ მის მომავალს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...