spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიგასულ წელს მიღწეული შედეგებისთვის თბილისელი სპორტსმენები დაჯილდოვდნენ

გასულ წელს მიღწეული შედეგებისთვის თბილისელი სპორტსმენები დაჯილდოვდნენ

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების პრიზიორებს და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს, თბილისის მერიის სახელით, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო.

გასული წელი განსაკუთრებული წელი იყო სპორტული მიღწევების თვალსაზრისით. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ სპორტსმენს იმ შედეგებისთვის, რომელთაც გასული წლის განმავლობაში მიაღწიეთ. იმედი გვაქვს, რომ ეს შედეგები 2025 წელს კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ჩვენი მხარდაჭერაც, სპორტის მიმართულებით, რა თქმა უნდა, კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

პროგრამის ფარგლებში დაჯილდოვდა 185 თბილისელი სპორტსმენი. ასევე, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდება ქალთა ხუთი და ამპუტანტთა ფეხბურთის ერთი გუნდი.

გარდა ამისა, სპორტულ ჟურნალისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გამოვლინდა ხუთ ნომინაციაში გამარჯვებული:

• წლის ყველაზე წარმატებული სპორტული პროექტი – 7X7 ფეხბურთი;
• წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი – ანა ჯაფარიძე;
• წლის საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცი – გიგა ოჩხიკიძე;
• წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ეთერ ლიპარტელიანი;
• წლის საუკეთესო პარასპორტსმენი მამაკაცი – გიორგი მამარდაშვილი;

2024 წელს სპორტული მიღწევებისთვის დაჯილდოებული სპორტსმენებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხა შეადგენს ერთ მილიონ ლარს. პროგრამა 2018 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებში, უკვე დაჯილდოვდა 1 000-ზე მეტი სპორტსმენი.

ღონისძიებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პარლამენტის წევრი, ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, ასევე, თბილისის მერიისა და საკრებულოს, სპორტული უწყებების, ფედერაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...

თბილისის მერია “მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის” პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს კახა კალაძე

„თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...