მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც განმარტებებს ანდროსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციზე, კერძოდ, რუსულ ფილმში მონაწილეობის შესახებ:
,,ანდროს უგორებენ გაშავების კამპანიას შალიკო რამიშვილი და ცოცხალი ბოტები🤮 ამოუღიათ აქსანა ბიჩკოვას ფილმი, რომელიც გადაღებულია თბილისში, უკრაინის ომამდე. ფილმი კორპროდუქციაა და თამაშობს ბევრი ქართველი მსახიობი! თვითონ აქსანა გახლავთ არაჩვეულებრივი პიროვნება, ანტიპუტინისტი, აქტივისტი, რომელსაც დევნიდნენ… ჩამოვიდა თბილისში და ჩვენმა ოჯახმა მისცა თავშესაფარი! შემდეგ წავიდა ბარსელონაში, ამჟამად იქ ცხოვრობს. რუსეთში დაიჭერდნენ ან მოკლავდნენ.
შალიკომ ფილმის გადაღების თარიღი – 2023-ში გადაიღესო, რაც ტყუილია! ფილმი გადაღებულია თბილისში უკრაინის ომამდე! არცერთ პროექტში, უკრაინის ომის მერე, რუსები რასაც სთავაზობდნენ, არ მიუღია მონაწილეობა, თანაც ძალიან დიდ თანხებს სთავაზობდნენ, რაზეც, რა თქმა უნდა, ანდრო უარს ამბობდა!
აქსანა ბიჩკოვა უფრო მეტი ქართველია და პატრიოტი, ვიდრე შალიკო ბაყაყი და მისთანები, ამიტომ შალვა არ გაგივა, არა! ბორენკას და შენი მთავრობის რუსობას მიხედე შენ! ანდროს ვერ გააშავებ, ნუ ცდილობ!
და კიდევ – დამყვება სუს-ის მანქანა ყველგან ხო და არ მეშინია, არაა!!! გაიგეთ ეს! ვიბრძოლებ ბოლომდე თქვენს წინააღმდეგ, სიკვდილამდე! დაგმარხავთ და გადაყვებით პატიმრების საქმეს! გპირდებით!”, – წერს ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი