ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიComCom-მა და მედიალაბმა მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ComCom-მა და მედიალაბმა მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

კომუნიკაციების კომისიის და მედიალაბის ორგანიზებით, ახალგაზრდებისთვის მეორედ გამოცხადებული მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი წარმატებით დასრულდა. ჰაკათონის კონკურსში პროექტები 130 მონაწილისგან შემდგარმა 40-მა გუნდმა გამოაგზავნა, საიდანაც 10 საუკეთესო შეირჩა. მონაწილე გუნდებმა 2 დღის განმავლობაში, პროფესიონალ მენტორებთან ერთად, საკუთარი პროექტების დახვეწაზე აქტიურ რეჟიმში იმუშავეს, რის შემდეგაც, კომპეტენტურმა ჟიურიმ პრობლემის რელევანტურობის, გადაწყვეტის ეფექტურობისა და პროექტის მდგრადობის კრიტერიუმების გათვალისწინებით, სამი გამარჯვებული გამოავლინა. გამარჯვებულებს კომუნიკაციების კომისიამ 5000, 3000 და 1000 ლარი გადასცა. ჰაკათონის ძირითად თემებს დეზინფორმაცია, ციფრული წიგნიერება და კიბერუსაფრთხოება წარმოადგენდა. ღონისძიება მედიაწიგნიერების გარშემო არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის ინოვაციური გზების აღმოჩენას ემსახურება.

ღონისძიების მონაწილეებისთვის ჩატარდა ტრენინგები „როგორ შევამოწმოთ იდეა?“ და „პროტოტიპის შექმნა და ტესტირება“, რომელთა ფარგლებშიც მიმოხილული იყო, თუ როგორ ხდება იდეის ვალიდაცია პროექტზე მუშაობის დაწყებამდე; რა არის საჭირო იმისთვის, რომ პროდუქტი მომხმარებლისთვის ღირებული გახდეს; ასევე, როგორ უნდა შეიქმნას პროდუქტის პროტოტიპი და მოხდეს მისი ტესტირება.

გარდა ტრენინგებისა, პროექტების დახვეწის მიზნით გუნდებთან პროფესიონალი მენტორები ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდნენ. კერძოდ, მარკეტინგისა და იდეის წარდგენის შესახებ გუნდებთან შეხვედრები სტარტაპ მრჩეველმა და მენტორმა, თათია ოქრიაშვილმა ჩაატარა. UI/UX დიზაინის მიმართულებით, მონაწილეებს UI/UX დიზაინერი, რევაზ კაკაბაძე დაეხმარა. მომხმარებლის მოზიდვის თვალსაზრისით, გუნდებს კონსულტაცია სტარტაპერმა დემეტრე მილდიანმა გაუწია. პროდუქტის განვითარების კუთხით, მონაწილეებთან სტარტაპერი სანდრო ბოლქვაძე მუშაობდა, ხოლო გუნდის მართვის შესახებ შეხვედრებს „ფაბლაბ ილიაუნის“ ხელმძღვანელი, ავთანდილ მღებრიშვილი უძღვებოდა.

პირველი ადგილი მოიპოვა პროექტმა “Web Boyzz”, რომელიც ბრაუზერის გაფართოებას წარმოადგენს და მიზნად ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს. კერძოდ, პლატფორმა მშობლებს მიაწვდის ინფორმაციას ბავშვის ონლაინ აქტივობებთან დაკავშირებით, დაბლოკავს არასრულწლოვანისთვის შეუსაბამო შინაარსს და თამაშის გზით ასწავლის მოზარდს, თუ რატომ შეიძლება იყოს ესა თუ ის ვებ-გვერდი ან ინტერნეტში განხორციელებული აქტივობა მათთვის საზიანო.

მეორე ადგილას გავიდა პროექტი „Emotisense”, რომლის მთავარ იდეასაც ონლაინ დეზინფორმაციის ამოცნობის გამარტივება წარმოადგენს. პროექტი მოიცავს ბრაუზერის გაფართოებას, რომელიც აანალიზებს შინაარსის ემოციურ ტონს და ჩატბოტის მეშვეობით ეხმარება მომხმარებელს ინფორმაციის შეფასებაში.

მესამე ადგილი დაიკავა პროექტმა „Severity AI”, რომელიც ამოიცნობს კოდის სისუსტეებსა თუ შეცდომებს და ამარტივებს გამოსწორების პროცესს.

შეგახსენებთ, რომ მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში უკვე მეორედ ჩატარდა, რომელიც საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპერები ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, სტარტაპერებისთვის სემინარი „ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ციფრულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ “დიფ სთეითი” ბიძინა ყოფილა და პროკურორს ეტყვიან – შიგნიდან...

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის პოლიტ-ირონიული ვარაუდი: "ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...