spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაისწავლე ჟურნალისტიკა საინფორმაციო სამსახურში - ComCom-ის "მედიასკოლის სტუდია" 4-თვიან პრაქტიკულ კურსზე კონკურსს აცხადებს

ისწავლე ჟურნალისტიკა საინფორმაციო სამსახურში – ComCom-ის “მედიასკოლის სტუდია” 4-თვიან პრაქტიკულ კურსზე კონკურსს აცხადებს

კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლა ჟურნალისტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის „მედიასკოლის სტუდიის“ 4 თვიან ინტენსიურ პრაქტიკულ კურსზე მიღებას უკვე მეორედ აცხადებს.

ინტენსიური კურსი ნებისმიერი მიმართულების კურსდამთავრებულს ან III და IV კურსის სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, სრულიად უფასოდ, პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ საინფორმაციო სამსახურში შეისწავლონ  მედიაპროდუქტების დამოუკიდებლად შექმნა და შეავსონ მედიაპორტფელი. კერძოდ, კურსის ფარგლებში, მონაწილეები მოამზადებენ გადაცემებს, რადიო და სატელევიზიო სიუჟეტებს, გარდა ამისა, ისწავლიან ახალი ამბების თხრობას, ინტერვიუს ხელოვნებას, ვიდეოგადაღებასა და მონტაჟს, ასევე, ფროდაქშენს, პროგრამირებასა და მულტიმედია ფორმატებზე მუშაობას.

მსურველები „მედიასკოლის სტუდიის“ კურსზე მოხვედრას სამ ეტაპიანი შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ შეძლებენ. პირველი ეტაპისთვის, დაინტერესებულმა პირებმა 16 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ განცხადება და გაიარონ რეგისტრაცია. მეორე ეტაპის ფარგლებში, 18 თებერვალს, ჩატარდება ტესტირება. ბოლო ეტაპზე კი, 24 და 25 თებერვალს, შერჩეული კანდიდატები ზეპირ გასაუბრებას გაივლიან და სატესტო ვიდეოჩაწერა ჩაუტარდებათ. სამივე ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, მონაწილეები 4 თვის განმავლობაში, პრაქტიკოსი მედია პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფისგან პრაქტიკულ ცოდნას, ხოლო კურსის დასასრულს – შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ მედიააკადემია წარმატებულ კურსდამთავრებულებს პოტენციურ დამსაქმებლებთან რეკომენდაციას გაუწევს.

სასწავლო და სამუშაო შეხვედრები 4 მარტიდან – 27 ივნისის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა ყოველ დღეს, 09:00-18:00 საათებში, მედიააკადემიის სივრცეში გაიმართება. საგულისხმოა, რომ კურსის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარი, ტექნიკა თუ აღჭურვილობა, რაც პრაქტიკული სამუშაოების და რეალურ საინფორმაციო სამსახურში მუშაობისთვის არის საჭირო.

რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს https://forms.gle/nmEpnASSZwyESia48

დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი, გამოგზავნეთ შეტყობინება კომუნიკაციების კომისიის ან მედიააკადემიის ფეისბუქ გვერდებზე.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს არ არის ჩვენი არჩევანი – ეს არის იძულებითი გადაწყვეტილება, რომელიც ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის”...

ტელეკომპანია „თრიალეთი“, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს: "ხელისუფლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...