ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მურმან დუმბაძე ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე მწვავე შეფასებებს აკეთებს და საზოგადოებას კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდებს:
“ვკარგავთ სახელმწიფოს..სულს ვღაფავთ. ქვეყანა გასულია ყველა სამართლებრივი სივრციდან.
შეწყვიტეთ ყოველგვარ ხელახალ არჩევნებზე საუბარი… კრიმინალურ ბანდასთან არჩევნები არ ტარდება.
დემოკრატიული ადათ-წესები ბანდასთან არ იმუშავებს, არც უმუშავია არასდროს.
უკომპრომისო ბრძოლა უნდა გაგრძელდეს იგივე მოთხოვნით, რაც გვქონდა 20 წლის წინ ყველა გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებს და სამოქალაქო აქტივისტებს აბაშიძესთნ მიმართებაში: (ერთმანეთში კინკლაობას თავი დაანებეთ! კრიმინალური ბანდა სასტიკად გვისწორდება)
ბიძინა წადი!!!
ბიძინა წადი!!!
ყველგან, ქვეყნის მასშტაბით ხულოდან ლაგოდეხამდე, ყველა საჯარო დაწესებულებაზე, ყველგან, სადაც ხელი მიგვიწდება, ყველა ორღობეში, ყველა სამწვერა გზაზე, ყველა კვეთაში, მაგისტრალებზე, რკინიგზაზე, ყველგან!!!
ბიძინა წადი!!!
ივანიშვილი ავადმყოფია (ასეთი იყო 10 წლის წინათაც, გეუბნებოდით), მაშინ ჯერ კიდე ვერ ბედავდა, ახლა ბორგავს, მოხიბლულია ახირებით.
მას უნდა გაუთენოთ ისეთი დღე, როგორც აბაშიძეს 6 მაისს, 2004-ში.
მორჩა!
სრული, საყოველთაო დაუმორჩილებლობა ივანიშვილის კრიმინალურ სინდიკატს!
ძირს ივანიშვილის ტირანია!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მურმან დუმბაძე.