ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაეკლესიასთან მიმართებაში საჭირო იყო კომპლექსური მიდგომა და კონსესუსის...

ეკლესიასთან მიმართებაში საჭირო იყო კომპლექსური მიდგომა და კონსესუსის მიღწევა – გიორგი ვაშაძე

საჭირო იყო ეკლესიის საკითხთან მიმართებაში კომპლექსური მიდგომა, პასუხისმგებლობის თავისთავზე აღება და საპატრიარქოსთან საერთო შეთანხმების მიღწევა – ასე ეხმიანება “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან კავშირში არსებულ ცალკეული შეზღუდვების თემას. ოპოზიციონერი ლიდერი ამ მიმართულებით დაშვებულ რიგ შეცდომებზე საუბრობს. მისი განმარტებით საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან სრული პასუხისმგებლობის აღება და საპატრიარქოსთან კონსენსუსის მიღწევა:

მე გულწრფელად მინდა გითხრათ, ჩემი როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანის პოზიცია არის შემდეგი, რომ ჩემი სარწმუნოება მასწავლის საფრთხის წინაშე არ უნდა დავაყენო სხვები. ბევრი ადამიანის შეკრება ნიშნავს, რომ მარტო ჩემ თავს კი არ ვაყენებ საფრთხის წინაშე, არამედ სხვებსაც.

ეს ყველაფერი არა იმიტომ მოხდა მხოლოდ და მხოლოდ, რომ სინოდმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, არამედ ხელისუფლებამ იკეკლუცა და ითამაშა ამ თემით. დღემდე ამას აკეთებს. საერო ხელისუფლებაზე არის ადამიანის უსაფრთხოება თავიდან ბოლომდე დამოკიდებული.

უნდა აიღო შენს თავზე პასუხისმგებლობა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. მაგალითად მე ასე ვიზამდი, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებდი, სინოდზეც მივიდოდი და ავუხსნიდი რა მდგომარეობაშია დღეს საქართველო. დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტური კონსენსუსით მოხდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება. სამწუხაროდ ჩვენ არა თუ ეს ვნახეთ, არამედ ეს 10 კაციან შეკრებებთან დაკავშირებით კიდევ ამოგდებული მუხლები ვნახეთ.

ჩვენ ქრისტიანული სარწმუნოება გვასწავლის, რომ „არ გამოსცადო ღმერთი შენი“. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა და მე ყოველთვის ჩამესმის ტვინში, როცა ამაზე ვსაუბრობთ. აქ საჭირო იყო სხვანაირი კომპლექსური მიდგომა პასუხისმგებლობის თავისთავზე აღება, მისვლა და ამაზე საუბარი, რომ ყველაფერი ყოფილიყო ისე როგორც საჭიროა.

მაგრამ ამის ნაცვლად კიდევ ერთი შეცდომა ხელისუფლების მხრიდან, რომ ის გაექცა ამ საკითხს, იკეკლუცა ამ საკითხით და გუშინაც რა განცხადებები გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ?!

კითხვას ვსვამ, ვის ხელში ვართ, საერთოდ? სამწუხაროდ ამ მძიმე კრიზისის დროს აღმოვჩნდით ძალიან უვიცი და პანიკაში მყოფი ადამიანების ხელში. ახლა პანიკაში არ უნდა იყოს თვითონ ხელისუფლება და სამწუხაროდ ამას აჩვენებენ ისინი ყოველდღიურად,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...