შაბათი, აპრილი 20, 2024

იმერეთის რეგონში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა

წუხელ გვიან ღამით, “მედიქალ სითიდან” საჩხერის სამედიცინო ცენტრში Covid19-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე ადასტურებს. მისი თქმით, პაციენტი თერჯოლის მკვიდრია და მას მოგზაურობის ისტორია აქვს.

შეგახსენებთ, საჩხერის სამედიცინო ცენტრში ამ დროისთვის Covid-19-ზე სულ 4 პაციენტი მკურნალობს. დანარჩენი სამის მდგომარეობა ქამუშაძის თქმით დამაკმაყოფილებელია და რაიმე გართულებას ადგილი არ აქვს.

UPD: როგორც გაირკვა, ზემოაღნიშნული პაციენტი საქართველოში 16 მარტს შემოსულა ესპანეთიდან და გარკვეული დრო თვითიზოლაციაში ყოფილა.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული