spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არჩევნებში დამარცხდით, დაგამარცხათ ქართველმა ხალხმა" - კახა კალაძე...

“არჩევნებში დამარცხდით, დაგამარცხათ ქართველმა ხალხმა” – კახა კალაძე საპროტესტო აქციების მონაწილეებს მიმართავს

დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე თავისი ინსტიტუციებით და, რა თქმა უნდა, ყველა დანაშაულს მოჰყვება რეაგირება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რესტორან „ბაბილოსთან“ მომხდარ ფაქტზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ის მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს დააკავეს, პოლიციელების მისამართით სხვადასხვა საგანს ისროდნენ, რომლის დამადასტურებელი არაერთი კადრი არსებობს.

ვინ არის უსამართლოდ დაკავებული, შეგიძლიათ, მითხრათ? ისინი პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქვებს და ამის დამადასტურებელი უამრავი კადრი არსებობს. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ: როდესაც პოლიცია დგას თავისთვის, პარლამენტის შენობასთან, მასთან მიდის ძალადობრივი ჯგუფი, ესვის ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჯოხებს, ცხადია, ეს რეაგირების გარეშე ვერ დარჩება. გაქვთ სურვილი, რომ არ არსებობდეს აღნიშნული ინსტიტუციები, ჩამოიშალოს, მაგრამ ვერ ეღირსებით. დღეს საქართველო, სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე თავისი ინსტიტუციებით – ქვეყანაში დაცული იქნება წესრიგი და, რა თქმა უნდა, ყველა დანაშაულს მოჰყვება რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, როდესაც მოქალაქეები მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს, არავის დაკავება არ ხდება, მაგრამ როდესაც აქცია ძალადობრივ ხასიათს იღებს, სამართალდამცველები მოქმედებენ კანონის ფარგლებში.

გუშინ, გუშინწინ, მთელი ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობს აქციები რუსთაველის გამზირზე, ხომ დამეთანხმებით? ვინმე ვინმეს გამოჰკიდებია ან დაუკავებია? იმიტომ, რომ მშვიდად მიმდინარეობს აქცია.

მშვიდ ვითარებაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი მოსაზრება, მაგრამ როდესაც გადადიხარ ძალადობაზე, გაქვს სურვილი, მოაწყო რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება, ეს არ გამოვა, მეგობრებო.

აიღეთ ბერლინის მაგალითი; „ყვითელჟილეტიანების“ აქციები აიღეთ საფრანგეთში, რა მოხდა, როგორ მუშაობს პოლიცია. ეს არის სახელმწიფოებრიობა და არ გამოგივათ ეს რევოლუციები.

არსებობს არჩევნები და მისი საშუალებით ხდება ხელისუფლების ცვლილება. არჩევნებში დამარცხდით, დაგამარცხათ ქართველმა ხალხმა. 1 200 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა მშვიდობას და უთხრა არა – ფაშიზმს. ხართ დამარცხებულები, მაგრამ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და შესაბამისად, მოგიწევთ, დაექვემდებაროთ კანონმდებლობას, იმოქმედოთ კანონის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი უწყებების მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თურმე, ქოლ-ცენტრების საქმეს იმიტომ ვიძიებდი, რომ კონკურენტების ჩაძირვა და “კადრების გადმობირება” მინდოდა, ეს იგივეა...

პროკურატურის ბრალდებებს კონკრეტული პარალელებით და მინიშნებებით პასუხობს "ქრონიკა +"-ის...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

“როგორც დედა – დედას, როგორც ქალი – ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს”...

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკატერინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც უპასუხა შვილმოკლული...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...