პარასკევი, მარტი 14, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ ვისაც ქვეყნის წინაშე...

“ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ ვისაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგონ” – კახა კალაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

ვისაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, პასუხი ყველამ უნდა აგოს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ საკითხზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი საქმეების გამოძიებისთვის პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნება.

კახა კალაძის თქმით, ეს იყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება, რომ ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებების ჩამდენ პირებს პასუხი შესაბამისად უნდა გაეცეთ.

რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება, რომ ვისაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, პასუხი ყველამ უნდა აგოს. ქვეყანაში არ უნდა იყოს ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან.

სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს გარკვეული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტია, რომელმაც მოღალატეობრივი ქმედებები ჩაიდინა. არ ვიცი ეს ვისი დავალებით კეთდებოდა, ვის ინტერესებს ემსახურებოდა. თუმცა, ფაქტები სახეზეა – დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები, მივიღეთ ლტოლვილები. ამ ყველაფერს შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის” – კახა კალაძე ოპოზიციის შანსებზე თვითმმართველობის არჩევნებში

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში...

“იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის” – ირაკლი...

"იმედი LIVE"-ს ეთერში "დიფ სთეითთან" დაკავშირებით ისაუბრა მთავრობის მეთაურმა,...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიას...

“დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირეთ – ეს არის ირაკლი კობახიძე!” –...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...