spot_img
მთავარიკანონი და სამართალისოფო ჯაფარიძე, ლევან სანიკიძე და იგორ ნარმანია, დიღმის...

სოფო ჯაფარიძე, ლევან სანიკიძე და იგორ ნარმანია, დიღმის იზოლატორთან, დაკავებული ახალგაზრდების მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა სოფო ჯაფარიძემ, ლევან სანიკიძემ და იგორ ნარმანიამ დიღმის იზოლატორთან, გუშინ რესტორან “ბაბილოსთან” ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართეს:

სასამართლო კლანის ქეიფის პარალელურად დააკავეს ჩვენი თანამებრძოლები, დააკავეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულის წევრები და არა მარტო. ძალადობრივი მეთოდები გამოიყენეს მათზე, თუმცა ეს ადამიანები არიან მხნედ, ბრძოლის განწყობაზე, არ აპირებენ ბრძოლის შეწყვეტას. ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი, რომ პოლიტპატიმრებმა ძალიან მალე დატოვონ საპატიმროები და ამ კლანის მოსამართლეებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რეჟიმის მსახურებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ეს ადამიანები დატოვებენ საპატიმროებს და როდესაც რეჟიმისგან განთავისუფლდება ეს ქვეყანა, აუცილებლად ისინი იქნებიან ამ ადამიანების ადგილმონაცვლეები საპატიმროებში”, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

 

მოგესალმებით. მინდა თამამად ვთქვა, რომ დღეს ივანიშვილის ხელისუფლება დგას მხოლოდ და მხოლოდ შავ ნიღბიან და შავი მანტიის მქონე ადამიანების პედესტალზე. ესენი არიან ხალხი, რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერი მონური ბრძანების შესრულება. გუშინაც აი ამ რესტორანში, სადაც სამართალს პური ნამდვილად არ უჭამია, შეკრებილი იყო ეს კლანი, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს პუტინის მოსამართლეებს, ნებისმიერი ბრძანების შემსრულებლებს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ის განსაკუთრებული იერიში, რაც ამ ქვეყანაში არის თავისუფლებაზე და ჩვენს ორგანიზაციაზე – ჩვენი პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე, რომლის წევრებსაც აკავებენ, ურტყამენ, ჩვენს ოფისს იღებენ შტურმით, ძალიან ძვირად დაუჯდება, რადგან ჩვენ ვართ იმ ადამიანთა ერთობა, რომელთათვისაც თავისუფლებას არ აქვს ფასი, ეს არის უმაღლესი ღირებულება და დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც ეს ჩვენი თანამებრძოლი სამი დაკავებული: შაკო მაღრაძე, ტიტე გედენიძე და ბექა პაპაშვილი სულ მალე იქნებიან თავისუფლებაზე და ვაგრძელებთ ბრძოლას, როგორც პოლიტპატიმრების განთავისუფლებისთვის, ისე ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებისთვის, რომლის შემდეგაც ამ ქვეყანაში ძალოვანი სტრუქტურები და სამართლიანი სასამართლო აუცილებლად დადგება. დადგება დრო როცა ამ ქვეყანაში თავისუფლება და სამართალი აუცილებლად გაიმარჯვებს,” – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

 

დღეს „ქართული ოცნება“ დგას მხოლოდ და მხოლოდ შიშზე და მისგან ნაკარნახევ ძალადობაზე. ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი საყრდენი დღეს არის სწორედ ეს უსამართლო, დასანქცირებული მოსამართლეები, რომლებიც 19-20 წლის თავისუფლებისთვის მებრძოლ, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ პატრიოტ ახალგაზრდებს თვალის დაუხამხამებლად უშვებს საპატიმროებში. მე მინდა კარგად ახსოვდეს ყველას, რომ ეს უსამართლობა, ძალიან მალე დასრულდება. გუშინ სწორედ მათ წინააღმდეგ მიმართულ მშვიდობიან აქციაზე დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სხვა პატრიოტ თანამბრძოლებთან ერთად. ჩვენ მოვითხოვთ იმ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც სრულიად უკანონოდ დააპატიმრეს. არავითარი კანონდარღვევა არ ყოფილა გუშინ მათი მხრიდან. მართლა სასაცილოა უკანონობაზე და კანონდარღვევაზე საუბარი იმ ე.წ. ხელისუფლების მხრიდან, რომელიც არ არის აღიარებული არავისგან, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ბიჭებო, თქვენს გვერდით ვდგავართ, იყავით მაგრად. ეს უკანონობა ძალიან მალე დასრულდება. ჩვენს ქვეყანაში სამართალი იზეიმებს და ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოპოზიცია! ემზადეთ შემოდგომაზე ჩანიშნული არჩევნებისთვის…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი გუნდის მიერ...

“სანამ “ოცნება” შოუს დგამს ფასების კომისიის სახით, ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი...

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე მაღალ ფასებთან დაკავშირებით აკეთებს...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...