spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახლა უკვე მათი ჭამის, მუცლის გამო აკავებენ ახალგაზრდებს!"...

“ახლა უკვე მათი ჭამის, მუცლის გამო აკავებენ ახალგაზრდებს!” – ლევან ხაბეიშვილი მოსამართლეებზე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით მოსამართლეების კორპორატიული წვეულების გასაპროტესტებლად მისული ახალგაზრდების დაკავების ფაქტს მწვავე შეფასებებით ეხმაურება:

,,ივანიშვილის დავალებით შეყარეს ყველა ერთ რესტორანში – ყველამ უნდა შეიზილოთ ეს ნაგავი და ყველა თანამონაწილე უნდა იყოთ ამ დანაშაულების, რომლებსაც რამდენიმე მოსამართლე აწერს ხელსო.

ვინც არ განიხილავთ საქმეებს დაეწყობით და მოხვალთ “კოლექტივში”, დამნაშავეების გუნდში. გახრწნილ მურუსიძესთან ერთად იქეიფებთ და მისნაირი ტალახიანები იქნებით ყველაო – ასეთია რუსული რეჟიმის მსახურების ფასი…

წამება, ადამიანების სახის ძვლების მტვრევა, დასახიჩრება ხომ “გააპრავეს”, შემდეგ უდანაშაულო ადამიანები ციხეში ხომ გამოკეტეს, უამრავ დედას ხომ ცრემლი არ უშრება თვალზე, როდესაც უმიზეზოდ უტყვევებენ შვილს და ამის პარალელურად ღრეობა გადაწყვიტეს!

ექეიფებათ, არაფერს არ გრძნობენ, არ ანაღვლებთ!

ახლა უკვე მათი ჭამის, მუცლის გამო აკავებენ ახალგაზრდებს! თბილისში დააკავეს ტიტე გედენიძე, შაკო მაღრაძე, ბექა პაპაშვილი. სოლიდარობა ბიჭებს!✊🏻🇬🇪”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...

“უხერხულია ირაკლი კობახიძე გახარიას შევადაროთ” – დიმიტრი (დიტო) სამხარაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...