spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა მიხვდა, რომ კონკრეტული საფრთხეების შიშები აღარ არის...

“ბიძინა მიხვდა, რომ კონკრეტული საფრთხეების შიშები აღარ არის ეფექტური და დაიწყო ირაციონალური შიშების კულტივირების პროცესი” – გია ხუხაშვილი

საზოგადოების დაშინების მცდელობის თაობაზე საუბრობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ აკეთებს კონკრეტულ მინიშნებებს:

ბიძინა მიხვდა, რომ კონკრეტული საფრთხეების შიშები აღარ არის ეფექტური და დაიწყო ირაციონალური შიშების კულტივირების პროცესი.

დამეთანხმებით, რომ ადამიანს ყველაზე მეტად ეშინია შეუცნობლის. იმის, რასაც არც ფორმა აქვს და არც შინაარსი, მაგრამ “ძალიან საშიშია”.

ასეთი ირაციონალური პერსონაჟი ჩვენს ბავშვობაში იყო “ბუა”, რომელსაც მშობლები იყენებდნენ ჩვენს საკონტროლებლად. არავინ გვიხსნიდა, როგორ გამოიყურებოდა ბუა და კონკრეტულად რა საფრთხე იყო მისგან მოსალოდნელი. ამის გამო ყველა გაფაჩუნებაზე, ან ჩრდილზე ბუა გველანდებოდა და ძალიან გვეშინოდა.

ასეთი “ბუა” შემოგვაჩეჩა ახლა ბიძინამ “დიფ სტეიტის” სახით.

არც კი განმარტავენ, ვინ არის ეს ხალხი, რა ქსელია, რა მექანიზმებით მართავენ. უფრო მეტიც – პირდაპირ ინგლისურ დასახელებას გვთავაზობენ, ქართულად არ თარგმნიან ფრაზის მნიშვნელობას.

ახლა ზრდასრულო კაცებო და ქალებო, ყველამ საკუთარ თავს კითხეთ – ისევ გეშინიათ ბუასი, როგორც ბავშვობაში?!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...