ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შობაც, ალილოც, აღდგომაც ფუჭად ჩავლილია, თუ ყოველ ჯერზე...

“შობაც, ალილოც, აღდგომაც ფუჭად ჩავლილია, თუ ყოველ ჯერზე სინდისს არგებ გარემოებას” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე შობის დღესასწაულზე საუბრობს, ქვეყანაში მიმდინარე პერმანენტული საპროტესტო აქციების ფონზე:

ეს ბოროტი რეჟიმი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ეგუება და არ აპროტესტებს მას.

შობაც, ალილოც, აღდგომაც ფუჭად ჩავლილია, თუ ყოველ ჯერზე სინდისს არგებ გარემოებას. ფიქრობ, სწორისა და არასწორის გარკვევა შენი საქმე არ არის და თავს იმით იმშვიდებ – შენ თუ არ ითანამშრომლებდი ბოროტებასთან, სხვა მაინც გააკეთებდა ამას.

ასე იწყება ბევრი კარგი მოქალაქის თანაზიარება ბოროტებასთან. სწორედ ეს დილემა აქვს დღეს ბევრ ჩვენს ნაცნობსა და მეგობარს.

დიახ, სიმართლის მხარეს დგომა რისკს შეიცავს და არა მარტო პირადი კომფორტის დაკარგვის, არამედ ფიზიკური უსაფრთხოებისაც, მაგრამ მეორე გზა რომელია ლაჩრობისა და ღალატის გარდა?

სწორედ ამიტომ არიან რუსთაველზე და სხვა ქალაქებში შეკრებილი პროტესტანტები ჩვენი დროის გმირები, რადგან მათაც ეშინოდათ, მაგრამ თქვენგან განსხვავებით ეს შიში დაძლიეს!

გილოცავთ ქრისტეს შობას! აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საპატიმრო დაწესებულებიდან გიგზავნით ჩემს ხედვას, როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საზოგადოებას მიმართავს - მეგობრებო,...

“ყველაფერი იქითკენ მიდის საქართველო ნეიტრალური ქვეყანა გახდეს…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

“მე მგონი ამ მაგალითმა ბევრი უნდა დააფიქროს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუგოსლავიის მაგალითზე კონკრეტულ დასკვნებს...

“ჯერ პატიმრებს დაასვეს დამღა – ციხეში ვინც იჯდა გაუპატიურებულიაო, ახლა ევროპაში მყოფ კაცებს აყენებენ...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის არასასიამოვნო მინიშნებები: "ჯერ პატიმრებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...