ორშაბათი, მაისი 12, 2025
16.6 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად...

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება გარკვეულ ქუჩებზე ეტაპობრივად შეიზღუდება.

მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, 14:00 საათზე დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებით შეფერხდება და ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით.

კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაშლოვანისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით; თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად, გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეძლებებენ. ასევე, ზეთისხილის ხესთან მობრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის გამოყენებით.

მსვლელობის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით, მელიქიშვილის გამზირიდან კი, მძღოლები ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეებების ქუჩებზე მოხვედრას ჯანაშიას, თარხნიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეებების ქუჩების საშუალებით შეძლებენ.

მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით; მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ, ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.

15:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რის გამოც, მძღოლები კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან, ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეძლებენ; რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება ჭანტურიას ქუჩამდე, ხოლო რუსთაველის გამზირის მიმართულებით – ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებიდან მოძრაობა აიკრძალება; თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც, მიმდევრობით ჩაიკეტება ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.

ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრასპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით, ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს საშუალებით გადაადგილდებიან; ავლაბრის მოედანზე საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩებით და შემდეგ, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდეგ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით, იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, შემდეგ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედანს.

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან იმოძრავებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ, საიდანაც დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას.

ავტობუსი N359 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით, ხოლო მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება რევაზ თაბუკაშვილის ქუჩას, შემდეგ რევაზ ლაღიძის ქუჩასა და რუსთაველის გამზირს, ზეთისხილის ხესთან მობრუნებით კი, სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...