spot_img
მთავარიტრაგიკული ფაქტები"დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში, თქვენს ოჯახში, მომხდარი...

“დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში, თქვენს ოჯახში, მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა” – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმარი გალის რაიონის, სოფელ საბერიოში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიასთან დაკავშირებით:

ბ-ნ ვიტალი ჭოლარიას და ქ-ნ ქრისტინე სორდიას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში, თქვენს ოჯახში, მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა.

ერთდროულად ხუთ შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ; ეს განშორება კი დროებითია.

აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიას და სოფიოს უკვდავ სულთათვის და შევთხოვთ უფალს, მოგანიჭოთ ნუგეში და ლოცვის ძალა“, – ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
05.01.2025

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...