spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე - "მთავარი კითხვა: გავიმარჯვებთ? კი, თუ...

პაატა მანჯგალაძე – “მთავარი კითხვა: გავიმარჯვებთ? კი, თუ დავიჯერებთ და არ შევწყვეტთ პროტესტს!”

ჩვენს გასაკეთებელს არც არავინ გააკეთებს და ვერც ვერავინ გააკეთებს”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა

მანჯგალაძის თქმით უწყვეტ პროტესტს დიდი მნიშვნელობა აქვს, ხოლო რაც შეეხება დასავლელი პარტნიორების ქმედებას, ხალხი ხედავს და მომავალშიც დაინახავს:

არჩევნების შემდეგ პირველი იყო, რომ დამთრგუნველად მოქმედებდა შედეგი, რომელიც თავხედურად დაიწერეს ქოცებმა.

შემდეგ ნელ-ნელა თვალი გავუსწორეთ საფრთხეს, ჩვენს თავში ვიპოვეთ ძალა არ მივიღეთ და დავიწყეთ წინააღმდეგობებისა და პროტესტების ორგანიზება ისე, რომ არ ვიცოდით, რამდენი ვიყავით ან რამდენი ხანი ვიქნებოდით, რას გააკეთებდა ევროპა და რა იქნებოდა აშშ-ის რეაქცია ამ ტოტალურ გაყალბებასა და უსამართლობაზე.

ყველა ვგრძნობდით, თუ ამ ტოტალურ უსამართლობას შევეგუებოდით ან/და ჩვენი რეაქცია იქნებოდა სტანდარტული, ანუ გამოვიდოდით რამდენიმე ხანი და მერე დავიშლებოდით, პარტნიორების რეაქციაც იქნებოდა სტანდარტული. ვიცით, ხომ – ჩვენს გასაკეთებელს არც არავინ გააკეთებს და ვერც ვერავინ გააკეთებს.

ანუ ერთადერთი სწორი რეაქცია იყო უწყვეტი და უკომპრომისო პროტესტი, რამაც თავისთავად მოიტანა დღევანდელი რეალობა, ანუ სიცხადე შეიტანა პროტესტის დასაწყისში უცნობ მთავარ მოცემულობებზე:

რამდენი ვართ რეალურად ქუჩაში დგომისთვის მზად? პასუხია: ასობით ათასი.

რამდენი ხანი შეგვიძლია ვიდგეთ? პასუხია: დიდი ხანი ანუ გამარჯვებამდე.

რა იქნება პარტნიორების რეაქცია – არცერთი შემდგარი დემოკრატია არ აღიარებს ქოც-მთავრობას ხელისუფლებად.

იქნება სანქციები? – არის და კიდევ იქნება.

ახლა მთავარი კითხვა: გავიმარჯვებთ? კი, თუ დავიჯერებთ და არ შევწყვეტთ პროტესტს.

გამარჯვების გზა – პროტესტი, არშეგუება, პროტესტი!” – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

ანა დოლიძე: “ის რაც ჩვენი პატიმრების თავზე ხდება არის სრული ბარბაროსობა…”

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტული შეკითხვების თანხლებით თავის...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...