სამშაბათი, აპრილი 29, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უნდა მორჩეს ეს ჯამბაზობა და დროზე დაურიგონ ხალხს...

“უნდა მორჩეს ეს ჯამბაზობა და დროზე დაურიგონ ხალხს ტესტები…” – მიხეილ სააკაშვილი

კორონავირუსზე შემოწმების სწრაფი ანუ ერთჯერადი ტესტების თემას ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ტესტების შემოტანა საქართველოში გამიზნულად ჭიანურდება და აცხადებს, რომ  ადამიანების ჯანმრთელობაა ახლა მთავარი და პოლიტიკური ტრიუკების დრო არ არის:

რაც შეეხება ერთჯერად ტესტებს.

ერთჯერადი ტესტების შემოტანა ხდება დიდი რაოდენობით ახლა ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინამ შემოიტანა საკმარისზე მეტი ჩინეთიდან. პრაქტიკულად ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს აქვს საშუალება უპრობლემოდ შემოიტანოს ტესტები ჩინეთიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან.

ის რაც ხდება საქართველოში, ჩემი აზრით სრულიად ხელოვნური შეფერხებაა.
იმედია ეს იმისთვის არ ხდება, რომ ივანიშვილი გამოხტეს უახლოს ორ-სამ დღეში და თქვას რომ ის შემოიტანს ამ ტესტებს და უფასოდ დაურიგებს ხალხს…

იმიტომ, რომ ეს ძველი “ტრიუკია”, ბიუჯეტიდან ფული გადაქაჩო საკუთარ ჯიბეში და მერე ყველაფერი შენს თავზე მიიწერო, როდესაც აღმოჩნდება რომ ბიუჯეტს არ აქვს ელემენტარული ფული.

ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ ჩვენი ხალხი ამას გადაყლაპავს!

ადამიანების ჯანმრთელობაა ახლა მთავარი და პოლიტიკური ტრიუკების დრო არ არის…

უნდა მორჩეს ეს ჯამბაზობა და დროზე დაურიგონ ხალხს ტესტები, როგორც ეს კეთდება იმავე უკრაინაში, სადაც ბევრად უფრო სუსტი სისტემაა, ვიდრე მე დავტოვე საქართველოში,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყურადღება გადაგვატანინეს სხვა რამეზე, პროტესტს დავუბრუნდეთ” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დიპლომატი, მეცნიერი გია ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან...

“დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” –...

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია "ქართულ ოცნებაში"...

“ივანიშვილის ჩოჩორი სანქციებს გადაურჩა, ისე გაძვრა” – ნინო ჯანგირაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მძიმე...

“ერთმანეთის დასრულებაში გაერთნენ, ფაქტია” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...