spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე" - გიორგი ვაშაძე

“ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე” – გიორგი ვაშაძე

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, სადაც საუბრობს აშშ-ის პოზიციაზე საქართველოსთან დაკავშირებით:

,,ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ყოველთვის, საქმით ამტკიცებს ერთგულებას საქართველოს, ქართველი ხალხის, მისი დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ.

მეგობარი აქტის” ხელახალი ინიცირება, რომელიც ივანიშვილის მოძალადე რეჟიმის წევრების სანქცირებას ითვალისწინებს, ამის ნათელი დადასტურებაა.

ამ აქტის ორპარტიული მხარდაჭერა ძალასა და ყველანაირ საფუძველს აცლის ივანიშვილის პროპაგანდას, რომ, თითქოს, 20 იანვრიდან ვითარება მათ სასარგებლოდ შეიცვლებოდა.

პირიქით, მეგობრებო, ტრამპი და მისი ახალი ადმინისტრაცია კიდევ უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარებას აპირებენ და სულაც არ ფიქრობენ, საქართველო და თავისუფლებისთვის მებრძოლი სხვა ხალხები დატოვონ მარტო დიდ, ავტორიტარულ რეჟიმებთან.

ის, რაც ხდება ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით, არის ხალხის საერთო ძალისხმევის მონაპოვარი და ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე. მის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანაში თავისი სიტყვა უნდა თქვას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც ორი მთავარი საკითხის ირგვლივ – ახალი არჩევნებისა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლების საკითხში – ხალხი ერთიანობას სთხოვს”, – წერს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, ქალბატონო ეკატერინე ხვედელიძე” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე ვიდეომიმართვით მხარდაჭერას სთხოვს ბიძინა ივანიშვილის...

“ლოცვას არ აქვს არც სივრცის, არც დროის საზღვრები, მაგრამ უნდა ვილოცოთ” – შიო III

✨ „აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის... ლოცვას არ აქვს არც...

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...