,,ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში, ქვეყანაში მიმდინარე რამდენიმეკვირიანი პერმანენტული საპროტესტო აქტივობების მნიშვნელობასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:
,,არ ავყვეთ ქოცური მედიის პროპაგანდას. არანაირი სხვა გეგმა არ არსებობს, გეგმა არის ერთი – უწყვეტი პროტესტი რუსთაველზე და სხვაგან. ამ პროტესტს მოჰყვება საერთაშორისო პარტნიორების რეაქცია.
ეს პროტესტი არის ნიშანი, რომ ამ ფაშისტურ რეჟიმს არ აქვს ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაცია. ამას ეფუძნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ქოც-ფაშისტური რეჟიმის არაღიარება. ეს გეგმა მუშაობს წარმატებით.
სანქციები იზრდება, საერთაშორისო იზოლაცია ღრმავდება. მშვიდობიანი პროტესტი მუშაობს. ამიტომ ცდილობს გაგიჟებით ფაშისტური რეჟიმი მის მოკვლას. არ უნდა დავიღალოთ, შევენაცვლოთ ერთმანეთს, არ მივეცეთ უიმედობას, არ გაგვტეხოს სიცივემ და პროპაგანდამ. გეგმაა დაუღალავი პროტესტი.
ფაშისტური რეჟიმი ეძებს გზებს დასავლეთთან ურთიერთობის დასათბობად, აყვანილი ჰყავთ ლობისტური ჯგუფები (ათამდე), არწმუნებენ, რომ საქართველოში აღარ არის პროტესტი. არ მივცეთ საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გააცურონ მსოფლიო. თუ რამე მუშაობს, ეს სწორედ უწყვეტი ხალხმრავალი პროტესტია”, – წერს გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი