ორშაბათი, მაისი 12, 2025
23 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"კახი კალაძის ეს უსუსური მცდელობა, რომ თითქოს და...

“კახი კალაძის ეს უსუსური მცდელობა, რომ თითქოს და ქუჩების რეაბილიტაციით, მოჩვენებითი კონცერტების ჩატარებით, რამენაირად ჩააგდოს მუხტი საზოგადოებაში” – ვასო ურუშაძე

კახი კალაძის ეს უსუსური მცდელობა, რომ თითქოს და ქუჩების რეაბილიტაციით, მოჩვენებითი კონცერტების ჩატარებით, რამენაირად ჩააგდოს მუხტი საზოგადოებაში და გააჩინოს განცდა იმისა, რომ თითქოს და ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება, არის მისი სასოწარკვეთილების რეალური გამოვლინება,” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით:

ეს არის სასოწარკვეთილი ხელისუფლების მოქმედებები, მათ ჰგონიათ, რომ პრობლემა არის ქუჩებში, შენობა-ნაგებობებში, არამედ სინამდვილეში პრობლემა არის მათში. დღეს საქართველოს საზოგადოება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ივანიშვილი, რომელიც სანქცირებულია შეერთებული შტატების მიერ და არის ბრალდებული ტერორიზმის მხარდაჭერაში, რადგან პუტინის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერა ნიშნავს ტერორიზმის მხარდაჭერას.

აქედან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალი აქვს “ქართულ ოცნებას”, კახა კალაძეს, ირაკლი კობახიძეს, ივანიშვილს, რომ ჩანიშნონ ახალი არჩევნები, ჩამოშორდნენ სახელმწიფო ძალაუფლებას, გაათავისუფლონ პოლიტიკური ტყვეები და მისცენ ქვეყანას მართლა რეაბილიტაციის, გადატვირთვის და რეორგანიზაციის შესაძლებლობა, თუ ვინმეს ან რამეს სჭირდება დღეს რეაბილიტაცია, ეს არა რუსთაველის გამზირია, არამედ საქართველოა.

საქართველოს სჭირდება პოლიტიკური გადატვირთვა, ახალი კოალიციური დემოკრატიული სახელმწიფო და იმ პერსპექტივების და იმ უდიდესი შესაძლებლობის გამოყენება, რომელიც არის დღეს ჩვენს წინაშე – ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაცია, რომ მშვიდობა, ეკონომიური განვითარება, სტაბილურობა და ყველა პერსპექტივის რეალიზება, რისთვისაც ჩვენ ძალია დიდი ხანია ვიბრძვით.

აქედან გამომდინარე კახი კალაძის ეს უსუსური მცდელობა, რომ თითქოს და ქუჩების რეაბილიტაციის დაკეტვით, მოჩვენებითი კონცერტების ჩატარებით, რამენაირად ჩააგდოს მუხტი საზოგადოებაში და გააჩინოს განცდა იმისა, რომ თითქოს და ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება, არის მისი სასოწარკვეთილების და მისი მდგომარეობის რეალური გამოვლინება”, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქვეყანა ღრმა კრიზისშია – ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკური...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...