spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებირუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ველორბოლის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ველორბოლის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე ველორბოლა „თბილისის თასი“ გაიმართება, რის გამოც 09:00-დან 12:00 საათამდე რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე საგზაო მონაკვეთში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით.

ამასთანავე, მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება – ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის და ზანდუკელის ქუჩების, ხოლო შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გავლით.

ხოლო, უკუმიმართულებით მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილები მოხვდებიან – გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გამოყენებით. თავისუფლების მოედანზე გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ გადაადგილებას შეძლებენ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით.

შეზღუდვის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მერაბ კოსტავას ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს – მიხეილ ჯავახიშვილის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან კი დადგენილი სქემით განაგრძობს სვლას. უკუმიმართულებისას მიმავალი ავტობუსები და მიკროავტობუსები, მერაბ კოსტავას ქუჩას კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სანამ საკუთარ თავს და ძალას არ ვირწმუნებთ, მარცხის გამარჯვებას ვიზეიმებთ სულ!” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და საზოგადოების მიდგომებზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი...

“პოლიტიკური კომპონენტისგან დიდი ხანია დაიცალა ეს რეჟიმი და დარჩა მხოლოდ ბანდა. ამიტომ ისე დაასრულებს,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს...