ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რატომ გადაწყვიტა ბიძინამ პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის მომატება?" -...

“რატომ გადაწყვიტა ბიძინამ პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის მომატება?” – გია ჯაფარიძე

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის წევრებისთვის ხელფასების მომატების ფაქტს და თავის მოსაზრებას აფიქსირებს აღნიშნულთან დაკავშირებით:

,,რატომ გადაწყვიტა ბიძინამ პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის მომატება? მით უმეტეს მაშინ, როცა ხელფასები პარლამენტის წევრებს ცოტა ხნის წინ გაეზარდათ? ქოც თვითმარქვია დეპუტატებს ეს ფული არ სჭირდებათ – მათი უმეტესობა მულტიმილიონერია, ხოლო ვინც ჯერ არაა, ქოცებში იმიტომაა, რომ მალე ისიც მილიონერი გახდეს. ხელფასით ქოცები არ ცხოვრობენ, ეგ არავის სჯერა.

ხელფასის ზრდის მიზეზი ორი რამე მგონია – 1) საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს გარეთ და საქართველოს მოქალაქეებს შიგნით დაუმტკიცონ, რომ ფული გვაქვს, ეკონომიკა დუღს, ინვესტიციები და საერთაშორისო დახმარება ფეხებზე გვკიდია, მოკლედ, ტყუილი გაყიდონ, რომ ყველაფერი კარგადაა, და 2) გაზრდილი ხელფასებით პარლამენტში შეიტყუონ ის ადამიანები, რომლებიც ოპოზიციური გაერთიანებებიდან ცესკო-ს გაყალბებული შედეგებით არიან არჩეული. თავისი ვირეშმაკული და წვრილი ჩარჩული აზროვნებით ზომავენ”, – წერს გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...