ორშაბათი, ივნისი 16, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემი გული ჩემს ხალხთანაა - მათთან, ვინც იბრძვის...

“ჩემი გული ჩემს ხალხთანაა – მათთან, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის” – გიორგი ქოჩორაშვილი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ, ერთგვარ წლის შემაჯამებელ სტატუსში, ემოციური შეფასებებით მიმართავს ქართველ ხალხს:

,,წელი, რომელიც ახლა უკან გვრჩება, სავსე იყო სიხარულით და დაუვიწყარი მომენტებით, მაგრამ ის ასევე იყო ცრემლების და გამოწვევების წელი, ჩვენი გამძლეობის გამოცდის წელი, რომელმაც გვაჩვენა რამდენად ძლიერი შეგვიძლია ვიყოთ. ამ წელიწადმა გვაჩვენა, რომ ყოველი ნაბიჯის გადადგმისას და დაცემისას, შეგვიძლია ჩვენს თავში ახალი ძალა ვიპოვოთ. ამ წელს ვისწავლეთ, რომ არ უნდა დავნებდეთ – ერთმანეთის, სიყვარულის და ბოროტზე კეთილის გამარჯვების გვჯეროდეს.

ჩემთვის ეს ემოციებით დატვირთული წელი იყო. სპორტი ვნებით, მსხვერპლით და მუდმივი სწავლითაა სავსე, მაგრამ სპორტს მიღმა, ჩემი ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩემს სამშობლოსთან, საქართველოსთან. ამჟამად, ჩემი გული ჩემს ხალხთანაა – მათთან, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის;
ეს ბრძოლა მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობის არ არის, ეს ღირსებისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაა.

ვიცი, რომ რთული დროა, მაგრამ ასევე ვიცი, რომ ჩვენ, როგორც ერს, ყოველთვის გვაქვს ძალა. ჩვენ ვსწავლობთ წინააღმდეგობის გაწევას, ვიბრძვით ჩვენი ღირებულებების დასაცავად და არასდროს ვწყვეტთ უკეთეს მომავლზე ფიქრს.
არასოდეს დაივიწყოთ, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად რთულია გზა, ჩვენში ყოველთვის არის ძალა, რომელიც წინ წაგვიყვანს, წაგვიყვანს სიყვარულით და წაგვიყვანს თავისუფლებისაკენ!

მინდა გისურვოთ, რომ 2025 იყოს წელი, როდესაც თითოეული ჩვენგანი და მთელი ჩვენი ქვეყანა ძლიერი, სამართლიანი, თავისუფალი და ბედნიერი იქნება!❤️🙏”, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძალიან მალე ქართველი ხალხი ჩამოიცილებს რუსულ ხელისუფლებას და მათე თავისუფალი იქნება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს საპროტესტო აქციების...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

ნუკა არველაძე: “ბავშვებს გაეშვით, ნუ დაემსგავსეთ ნაცებს!!!”

თინა ბოკუჩავას განცხადებას, სადაც მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცებისა...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...