შაბათი, ივლისი 26, 2025
32.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მადლიერები ვაცილებთ ჩავლილ წელს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა...

“მადლიერები ვაცილებთ ჩავლილ წელს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების, მეტი წინსვლისა და კეთილდღეობის იმედი” – კახა კალაძე

გილოცავთ ახალ წელს! დაე, იყოს მშვიდობა მთელ მსოფლიოში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში!“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა საახალწლო ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

კახა კალაძემ ახალი 2025 წლის დადგომა მიულოცა მთელ ქვეყანას, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, განსაკუთრებით კი – მომავალ თაობას.

დასრულდა გამოწვევებით და პოლიტიკური ვნებათაღელვით სავსე 2024 წელი. ეს წელი ასევე დატვირთული იყო მნიშვნელოვანი გამარჯვებებითა და წარმატებებით.

ამიტომ, მადლიერები ვაცილებთ ჩავლილ წელს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების, მეტი წინსვლისა და კეთილდღეობის იმედი.

ახლა, როდესაც ძველის და ახლის გასაყართან ვდგავართ, რა შეიძლება ვისურვოთ ამ ყველაზე ჯადოსნურ წუთებში? მეგობრებო, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, გონიერი, სწორი პოლიტიკა და რაც მთავარია, ერთიანობა – გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო.

ვისურვოთ, რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა მიმართული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სათაყვანებელი სამშობლოს ინტერესებზე, მის ხვალინდელ დღეზე.

ვისურვოთ, არა დაყოფა, არამედ ერთმანეთის მხარდამხარ დგომა, ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად, რათა მივაღწიოთ ყველაზე მთავარ მიზანს – ქვეყნის გამთლიანებას. ამ იმედით გილოცავთ ახალ 2025 წელს, ვულოცავ ჩვენს საყვარელ თბილისს, ვულოცავ მთელს საქართველოს! ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს! განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ ჩვენს პატარებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს!

ახალ წელს გამორჩეულად ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს და კიდევ ერთხელ მოწიწებით ვეუბნები მადლობას მათ სამშობლოსთვის გაწეული ღვაწლისთვის!

ახალ წლის შემობრძანებას ვულოცავ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საზეიმო წუთებშიც კი ემსახურებიან საკუთარ საქმეს და ამით ემსახურებიან სახელმწიფოს – ჩვენს საამაყო პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, სამედიცინო პერსონალს, ყველა იმ პროფესიის წარმომადგენელს, ვინც ახლა საკუთარ მოვალეობას ასრულებს.

ვულოცავ საჯარო მოხელეებს, რომელთა პროფესიონალიზმზე, კეთილსინდისიერ შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წარმატება და გაძლიერება.

მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს! დაე, იყოს მშვიდობა მთელ მსოფლიოში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში! ძალიან მიყვარხართ!

ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი!“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში...

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: "⛪ ბოლო...

“კვლავ ძალაში რჩება “მეორე ფრონტის” გახსნის იდეა და ეს არის რეალური” – რიმა ბერაძე

დეპუტატი რიმა ბერაძე, საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის იდეას, რეალურად...

“ხელისუფლება ფუნქციონირებს პერმანენტული სახელმწიფო გადატრიალების რეჟიმში” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს: "არ დაგვავიწყდეს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...