სამშაბათი, ივნისი 17, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძის პასუხი მთავრობას და ახალი შეთავაზებები ხელისუფლებისადმი

გიორგი ვაშაძის პასუხი მთავრობას და ახალი შეთავაზებები ხელისუფლებისადმი

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე დღეს გამართულ სამთავრობო ბრიფინგზე არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და კიდევ ერთხელ სთავაზობს გამოსავალს მთავრობას, რომ შეუძლიათ დაუკავშირდნენ უკრაინას და ჩინეთიდან საქართველოსთვის განკუთვნილი კორონავირუსზე სწრაფი დიაგნოსტირების საშუალებების წამოღება სთხოვონ.

მინდა გამოვეხმაურო ჩემი და ჩვენი გუნდის მიერ გაკეთებული შეთავაზების სანაცვლოდ სამთავრობო ბრიფინგზე დილიდან გაკეთებულ განცხადებებს და სამწუხაროდ არასწორ ინფორმაციას, რომელიც ამასთან დაკავშირებით ვრცელდება.

პირველი: დიახ მე გამოვედი ინიციატივით კრიზისიდან გამოსავლის საშუალებად საქართველოში სწრაფი დიაგნოსტიკის მექანიზმების, სწრაფი ტესტების დანერგვასთან დაკავშირებით, რაც მგონია, რომ მართლაც გადაუდებელი აუცილებლობაა.

გულწრფელად ვამბობ, ნამდვილად არ მინდოდა საუბარი, მაგრამ ვხსნი ბრჭყალებს და ვამბობ: ის, რომ ერთი თვის მანძილზე ჩვენ დღემდე არ გვაქვს სწრაფი დიაგნოსტირების შესაძლებლობა საქართველოში, ეს ნამდვილად არასწორი მენეჯმენტის ბრალია, მხოლოდ 1000 პაცინტის მონაცემი და დიაგნოზი არის გამოკვლეული, როცა 2000-მდე ადამიანი არის კარანტინში და თითოეული ეს ადამიანი უნდა იყოს გამოკვლეული. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და პირადად გახარიას.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი: დღესაც გამოვთქვამ მზად ყოფნას, რომ 48 საათში საქართველოში ჩამოვიტანოთ იმ რაოდენობის ტესტები, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება. მე არ ვიცი თქვენ რა „ფეიკ“ ტესტებზე საუბრობთ, მაგრამ მაგალითისთვის მიჭირავს ერთ-ერთი ჩინური კომპანიის მიერ ნაწარმოები ტესტები, რომელსაც სრული შემოწმება აქვს გავლილი.

გერმანია, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, უკრაინა, ბრაზილია და სხვა ქვეყნები უკვეთავენ სწორედ ასეთი ტიპის ტესტებს და მასიურად ხდება ამის გავრცელება ქვეყანაში. ეს არის როგორც სწრაფი ტესტის შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, მანქანებით ტესტირების შესაძლებლობა და საზოგადოებამ არაერთი კადრი ნახა ამასთან დაკავშირებით.

მსოფლიოში ვირუსთან ბრძოლისას ორი სტრატეგია: პირველი ეს არის იტალიის გზა, რომელმაც დააგვიანა დიაგნოზირების კუთხით და ამის გამო მოედო ეს ვირუსი ყველას და პირველი გავრცელების წყარო იყო სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ძალიან ბევრი სავარაუდო საეჭვო ინფიცირების მქონე პაციენტები შევიდნენ და ნამდვილად არ გვინდა, რომ ეს მოხდეს საქართველოში.

მეორე კი არის სამხრეთ კორეის გზა, რომელმაც აირჩია სწრაფი დიაგნოსტირების და სწრაფი ტესტირების გზა. ერთ თვეზე მეტია ქვეყანაში ეს პრობლემა გვაქვს და ფაქტია, რომ დღემდე ჩვენ არ გვაქვს სწრაფი დიაგნოზის საშუალება. მე რომ მინდოდეს, ან ნებისმიერ ჩვენგანს, რომ უნდოდეს სწრაფი დიაგნოსტირების საშუალება ამას ჩვენ ვერ შევძლებთ.

კიდევ ერთი გზა შემიძლია შემოგთავაზოთ ხვალ დილით 11 საათზე უკრაინიდან სატვირთო თვითმფრინავი მიფრინავს ჩინეთში, რომელმაც უკრაინისათვის უნდა ჩამოიტანოს ტესტები, დიაგნოსტირების საშუალებები, აპარატურა. მე შემიძლია ჩავერთო, თქვენც შეგიძლიათ ჩაერთოთ და დაუკავშირდეთ უკრაინის მთავრობას და ნამდვილად არ დაგვზარდებიან ამ თვითმფრინავში ჩაიდოს ჩვენთვისაც იგივე საშუალებები,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მუნიციპალური არჩევნების მიმართ ოპოზიციურ პარტიებს შეიძლება ჰქონდეს სამი მიდგომა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრია დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სტატუსს აქვეყნებს, სადაც...

“ყველა წინა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მომავალში მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება...

„მომავალ წელს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...