კვირა, ივლისი 27, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რუსული კოშმარი იმყოფება საერთაშორისო და ამავდროულად შიდა იზოლაციაშიც"...

“რუსული კოშმარი იმყოფება საერთაშორისო და ამავდროულად შიდა იზოლაციაშიც” – ნიკა ჩიტაძე “ქართულ ოცნებაზე”

საქართველოს პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის საპრეზიდენტო ინაუგურაცია შედგა. საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში მოსაზრებებს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფუნქცია ექნება მიხეილ ყაველაშვილს და როგორი იქნება მმართველი პარტიის პოლიტიკა:

,,კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ე.წ. ,,ქართული ოცნება” – რუსული კოშმარი, იმყოფება საერთაშორისო და ამავდროულად შიდა იზოლაციაშიც. მართალია, ინაუგურაციას დაერქვა შინაუგურაცია, თუმცა, აქ იგულისხმება ვიწრო კლანი, რომელიც ამ ე.წ. ,,ქართულ ოცნებასთან” არის დაკავშირებული.

პრობლემა არის ის, რომ დღეს დეფაქტო მმართველი ძალაა ,,ქართული ოცნება”. აქედან გამომდინარე, ყველაფერი საქართველოზე ნეგატიურად აისახება. ერის ტრაგედიაა, შეიძლება ითქვას.

ყაველაშვილს არანაირი ფუნქცია არ ექნება ქვეყნის შიდა თუ საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში. მან ხელი უნდა მოაწეროს გარკვეულ კანონებს, როგორც ეს გააკეთა პარლამენტის მიერ მიღებულ რეპრესიული ზომების გამტარებელ კანონებთან დაკავშირებით. და ვეტოს არ დაადებს არანაირ ე.წ. კანონპროექტს.

დღევანდელი დეფაქტო ხელისუფლება უკვე ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებას. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ,,მზად ვართ გადატვირთვისთვის”. ახლა ეცდებიან, რომ დასავლეთს შეევაჭრონ – ,,ჩვენ დავრჩებით პროდასავლური ძალა, ჩვენ არანაირად არ ვაპირებთ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი შეიცვალოს დასავლეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით”.

დღეს ეს მცდელობაა, როდესაც გადატვირთვაზე საუბრობენ, მთავარია ხელისუფლება შეინარჩუნონ, ამისთვის ცდილობენ თვითონ ამერიკელების გული მოიგონ. ალბათ, 20 იანვარს ელოდებიან, რადგან ხავსს ეჭიდებიან. ერთია რას იტყვის ჯო ვილსონი, ფიქრობენ, რომ დონალდ ტრამპს შეიძლება განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. 20 იანვარის მერე უფრო მოუწევთ დათმობებზე წასვლა”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ხელისუფლება ფუნქციონირებს პერმანენტული სახელმწიფო გადატრიალების რეჟიმში” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს: "არ დაგვავიწყდეს,...

“რუსულ სპეც-ოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ” – ლაშა ფარულავა

„რა თქმა უნდა, რუსულ სპეც-ოპერაციაში მონაწილეობას არ ვიღებთ. ეს...

“რანაირად აპირებთ ვინმესთვის რამის გამოგლეჯას?” – ნინო ჯანგირაშვილი

არჩევნებში მონაწილე პარტიებს კონკრეტულ ფაქტებზე აპელირებით, შეკითხვებით, განმარტებებით და...

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...