სამშაბათი, ივლისი 29, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გამოვრიცხავ სასახლიდან არ გამოსვლის საკითხს, რადგან ყველამ კარგად...

“გამოვრიცხავ სასახლიდან არ გამოსვლის საკითხს, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული” – კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის შესახებ

არ მგონია, ინაუგურაციის შემდგომ პერიოდს რაიმე სახის ესკალაცია მოჰყვეს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ასეთ სისულელეს არავინ ჩაიდენს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან 29 დეკემბერს დაგეგმილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყანას ჰყავს ღიად და გამჭვირვალედ ჩატარებული არჩევნების წესით არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის სახით.

საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას და ღირსეულ ევროპულ მომავალს. ხელისუფლებამ აირჩია პრეზიდენტი, ჩატარდა არჩევნები ღიად, გამჭვირვალედ. რა თქმა უნდა, 29-ში შედგება ინაუგურაციის ცერემონიალი, რადგან ქვეყანას ჰყავს ახალი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის სახით. რაც მთავარია, ის არის პატრიოტი, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი.

მნიშვნელოვანია ის, რომ ყაველაშვილი გარედან არ იმართება, განსხვავებით სალომე ზურაბიშვილისგან. ის ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს. შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთ-ერთ გამოწვევად ასახელებს იმას, რომ მან უნდა დაამარცხოს „დიპ სტეიტი“.

ეს საუბრები მოგონილი არ არის. არის კონკრეტული ძალები და ჯგუფები, ვისაც თავიანთი ხედვები აქვს, რაც ძალიან მძიმეა. არამხოლოდ ჩვენთვის არის დამაზიანებელი და მხოლოდ ჩვენთან კი არ არის ლიბერალური ფაშიზმი, არამედ ეს გაბატონებულია ევროპაშიც. ზოგადად მსოფლიოს გადალაგება უნდა მოხდეს და ყველაფერი დამშვიდდეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება კითხვას სალომე ზურაბიშვილის შესახებ, რომელიც აცხადებს, რომ პრეზიდენტის სასახლიდან გამოსვლას არ აპირებს, ხოლო ოპოზიციის წევრების განცხადებებს, რომ მას ფიზიკურად დაიცავენ, კახა კალაძის თქმით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ასეთი ნაბიჯის გადადგმა არავის უნდა უნდოდეს.

არ მგონია, რომ რაიმე სახის ესკალაცია ან სიტუაციის გართულება მოჰყვეს ინაუგურაციის შემდგომ პერიოდს. გამოვრიცხავ სასახლიდან არ გამოსვლის საკითხსაც და ასეთი ნაბიჯის გადადგმას. ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს 3-დან 15 წლამდე პატიმრობას. ვის უნდა ასეთი ნაბიჯის გადადგმა? დარწმუნებული ვარ, ასეთ სისულელეს არავინ ჩაიდენს.

ჩვენ გვესმის პროტესტიც, განსხვავებული შეხედულებებიც, მაგრამ ეს ყველაფერი მშვიდობიან ფორმებში უნდა გამოიხატებოდეს. დღეს, საქართველოს ხელისუფლება არ არის შევარდნაძის ან სააკაშვილის დროინდელი მთავრობა. არამედ ხელისუფლება თავისი ინსტიტუტებით არის ძლიერი.

შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ. განსხვავებული მოსაზრების გამოხატვა ყველას მშვიდობიანი ფორმით შეუძლია. როგორც კი კანონის ჩარჩოებს გასცდება, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კონკრეტულ ინიციატივას პოზიტიური...

“რანაირად აპირებთ ვინმესთვის რამის გამოგლეჯას?” – ნინო ჯანგირაშვილი

არჩევნებში მონაწილე პარტიებს კონკრეტულ ფაქტებზე აპელირებით, შეკითხვებით, განმარტებებით და...

“წელს ყველა ელოდა, რომ ის ნობელის პრემიას მიიღებდა…” – მიხეილ სააკაშვილი ცოტნე ჯავახიშვილთან დაკავშირებით

მსოფლიოში სახელგანთქმული ბიოლოგის, ცოტნე ჯავახიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ეგ კაცი წერილებს მაშინ აქვეყნებს და აქვეყნებინებს, როცა ძალიან ცუდადაა” – ვახო სანაია ბიძინა...

ჟურნალისტ ვახო სანაიას კონკრეტული ვარაუდები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე,...