“მთავარი არხის” საავტორო გადაცემის წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანიის დატოვების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს სოციალურ ქსელში:
“მეგობრებო, ვადასტურებ რომ დავტოვე ტელეკომპანია მთავარი.
არ ავხსნი როგორ მიყვარს ეს ტელეკომპანია. ჩემი დრო, ენერგია და სიყვარული მაქვს ჩადებული მასში.
როგორ მიყვარს იქ მომუშავე გმირები.
ეს ამბავი არ უკავშირდება ტელეკომპანიაში არსებულ დავას მფლობელებს შორის.
როგორც იცით, ოქუაშვილმა მე დამასახელა დირექტორობის კანდიდატად, მაგრამ ჩემთვის უცნაური იყო ის, რომ ეს ამბავი ფეისბუქით გავიგე 😀
ანუ, ამ თემას ჩემი წამოსვლა არ დაუკავშიროთ. საბედნიეროდ ეს ამბავი მე არ მეხება. მე ორი წელია არ ვარ არხის თანამშრომელი. გარედან ვაწოდებდი გადაცემას.
მქონდა სხვა მიზეზები და ახლა არაა ამაზე საუბრის დრო. ახლა მთავარია რა ხდება რუსთაველზე ❤️ მთელი ყურადღება, ენერგია ამ თემაზე უნდა დაიხარჯოს.
ახალ სეზონზე გავალთ ან ტვ პირველზე, ან ფორმულაზე.
პ.ს. არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს. უბრალოდ დაიწერა და სხვა გზა არ მქონდა”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე ნანუკა ჟორჟოლიანი.