ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რეჟიმი თავისით არ ჩამოიშლება, ის უნდა ჩამოშალო" -...

“რეჟიმი თავისით არ ჩამოიშლება, ის უნდა ჩამოშალო” – ნიკა გვარამია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და კონკრეტულ პრიორიტეტებზე საუბრობს, განსაკუთრებით საპროტესტო აქტიურობის მნიშვნელობაზე:

ქუჩაში პროტესტზე მნიშვნელოვანი არაფერია – სავსებით ცხადია, რომ ხალხისთვის (როგორც ხელისუფლების წყაროსთვის) წართმეული ხელისუფლება უნდა დაიბრუნოს მანვე.

მაგრამ, არ შეიძლება პოლიტიკურმა კლასმა საკუთარი თავი ფაქტიურად გაიუქმოს. არაფერი დასაკომპლექსებელი დღევანდელ ოპოზიციას არ სჭირს, პირიქით, ძალიანაც პირიქით. ვინც რაც არ უნდა თქვას, გინდა ქუჩაში მდგომმა და გინდა სახლში თუ კამერის წინ მჯდომმა.

ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არა ბუნდოვანი ემოციური ტექსტები, რომელიც გულის მოფხანის და (მაქსიმუმ) აპლოდისმენტების იქეთ არ მიდის. არაა ახლა დრო საკუთარი თავის მოწონების პროცესში, დროა პროცესის მოწონების საკუთარ თავში. სამშობლოს გადარჩენის დროა და არა აპლოდისმენტების. ბრძოლის დროა და არა პროცესით ტკბობის.

რეჟიმი თავისით არ ჩამოიშლება, ის უნდა ჩამოშალო“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძალიან მალე ქართველი ხალხი ჩამოიცილებს რუსულ ხელისუფლებას და მათე თავისუფალი იქნება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს საპროტესტო აქციების...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“მუნიციპალური არჩევნების მიმართ ოპოზიციურ პარტიებს შეიძლება ჰქონდეს სამი მიდგომა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...