spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირაკლი კობახიძის შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან იყო მცდელობა...

“ირაკლი კობახიძის შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან იყო მცდელობა არაღიარებული პრემიერმინისტრის სკამის ლეგიტიმაციისა” – ვასო ურუშაძე

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი კობახიძის ბიზნესმენებთან შეხვედრას ეხმიანება.

„თავისუფალ საქართველოსთან ერთად, დღეს იბადება ბიზნესის დამოუკიდებლობაც.

ირაკლი კობახიძის შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან იყო მცდელობა არაღიარებული პრემიერმინისტრის სკამის ლეგიტიმაციისა. უნიჭოდ დადგმული და შინაარსისგან დაცლილი შეხვედრა ემსახურებოდა მხოლოდ ერთს, შეექმნა აღქმა იმისა, რომ ბიზნესი აღიარებს ირაკლი კობახიძის ლეგიტიმურობას.

სინამდვილეში ირაკლი კობახიძეს არ აინტერესებს ქართული ბიზნესის მდგომარეობა, არც მათი პრობლემები და გამოწვევები, მას არც ქვეყნის ეკონომიკის ბედი ანაღვლებს, ის პრემიერმინისტრის სკამს ჩაბღაუჭებული მხოლოდ ერთს ცდილობს, მოახდინოს საკუთარი თავის ლეგიტიმურობის იმიტაცია. დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა.

დღევანდელ შეხვედრაზე მისული ბიზნესმენების საკმაოდ მცირე რაოდენობა წარმოადგენდა ივანიშვილის კარზე დაახლოებულ პირთა წრეს, რომლებიც შერწყმულები არიან ოლიგარქის კორუმპირებულ კლანთან და საზრდოობენ სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებით. მიუხედავად ამისა აღნიშნულ შეხვედრაზე მაინც აღმოჩნდნენ ადამიანები რომლებიც ვერ მალავდნენ შეშფოთებას ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკურ კრიზის გამო, ირიბად მიანიშნებდნენ კიდეც, რომ კრიზისის გადაჭრის გზად ახალი არჩევნების ჩატარებას ხედავენ, რაც ირაკლი კობახიძის არალეგიტიმურობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

▫️ხელისუფლებასთან შეზრდილი პოსტსაბჭოთა “ცეხავიკური” ბიზნესეული გადმონაშთების ალტერნატივის სახით დღეს საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი ბიზნესი იბადება, რაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს და რაც მომავალში სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების წინაპირობა გახდება.
ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ დღეს თვითგამოცხადებულ არალეგიტიმურ ირაკლი კობახიძეს 22 ე.წ. ბიზნესმენი შეხვდა, ხოლო თავისუფალი ბიზნესის პლატფორმაზე ახალი არჩევნების მოთხოვნით დღეის მდგომარეობით 2200 კომპანიაა რეგისტრირებული“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...