spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რაც უფრო წარმოუდგენელ ტყუილს იტყვის კობახიძე აქციებთან დაკავშირებით,...

“რაც უფრო წარმოუდგენელ ტყუილს იტყვის კობახიძე აქციებთან დაკავშირებით, ესე იგი, მით მეტად დამძიმდა რეჟიმის მდგომარეობა” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მხრიდან საპროტესტო აქციების შეფასებებთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს:

რაც უფრო წარმოუდგენელ ტყუილს იტყვის კობახიძე აქციებთან დაკავშირებით, ესე იგი, მით მეტად დამძიმდა რეჟიმის მდგომარეობა. ხომ თქვა 3 ათასი კაცი ძლივს შეკრიბესო.

3 ათასი კაციო. შეკრიბესო – ეს სიტყვაა აქ მნიშველოვანი. ორივე გაუგონარი ტყუილია.

ქოციც ხედავს, რომ ზღვა ხალხი იყო. იმასაც ხვდება, რომ ამ ზღვა ხალხს ვერ მიიყვან 24 დღის განმავლობაში უწყვეტად. შეუძლებელია. საზოგადოების შეურაცხყოფაა ამის თქმა.

ზოგი ქოცი თავზარდაცემული შეჰყურებს ამ ყველაფერს სახლიდან და საკვებს მოითხოვს რეჟიმისგან. ანუ იმას, რასაც შეაჩვიეს – ტყუილს. მისთვის სასირველ რეალობას.

ილუზიას. მომატყუე, გული მისკდება ამ აქციების შემყურე – იმეორებს ქოცი გულში.

არსებობს მოქოცოების კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც ჯერ ისევ დუმს და აკვირდება, მაგრამ უნდა ამ ყველაფრის ნაწილი იყოს, მით უმეტეს, თუ ბიძინა დამარცხდება.

მითხარი, რომ ყველაფერი კარგადაა, თორემ მგონი ხალხის მხარეს გადასვლა ჯობია. მართლა დაერხა ნეტა ბიძინას – უმეორებს თავის თავს და ხან იმედზე გადართავს და ხან სხვა არხებზე. ადარებს. ბიძინას გადარჩენას გულშემატკივრობს, მაგრამ საბოლოოდ წაგებული მხარეს დარჩენაც არ ხიბლავს.

აი, ამათთვისაა ის უტიფრობა, რასაც კობახიძე ლაპარაკობს. მდგომარეობის სიმძიმე წარმოიდგინეთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ლოცვას არ აქვს არც სივრცის, არც დროის საზღვრები, მაგრამ უნდა ვილოცოთ” – შიო III

✨ „აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის... ლოცვას არ აქვს არც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...