spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა, საპროტესტო აქციაზე უკანონოდ დაკავებული...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა, საპროტესტო აქციაზე უკანონოდ დაკავებული ადამიანების მშობლებთან ერთად, პროკურატურასთან აქცია გამართეს

პროკურატურასთან, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ადამიანების მშობლებთან ერთად აქცია გამართეს, სადაც ისინი აქციებზე უკანონოდ დაჭერილი ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ:

ლაშა ფარულავას განცხადებით – “პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა აღარ არსებობს, ეს არის ივანიშვილის პროკურატურა, რომელიც ემსახურება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და მოგონილი ცრუ ბრალდებებით არიან ადამიანები დაკავებულები. ამ ადამიანებმა გაიარეს წამების და არაადამიანური მოპყრობის მძიმე სპირალი და რა თქმა უნდა, პროკურატურა არის მთავარი უწყება, რომელიც ამაში მონაწილეობს, ხელს აფარებს სამართალდამცავებს, ყველა იმ მწამებელს, ზონდერს, რომლებიც რუსთაველის რუსთაველის გამზირზე უსწორდებიან ახალგაზრდებს.

ბატონი გაბიტაშვილი არის სანქცირებული ესტონეთის, ლიეტუვის მიერ და რა თქმა უნდა, ეს სანქციები გაგრძელდება, ივანიშვილის რეჟიმი, როგორც პოლიტიკური სოდომი აუცილებლად დაემხობა, ყველა გათავისუფლდება, ეს არის არა მხოლოდ თვეების, არამედ დღეების საქმე და ივანიშვილი დასრულდება ამ ქვეყანაში, არავინ არ შეეგუება ივანიშვილს რუსულ რეჟიმს, რუსული სტილის წითელ ტერორს საქართველოში და მივიღებთ ჩვენ ახალ არჩევნებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროკურორმა მიიღოს გადაწყვეტილება ვის მხარეს დგანან – დგანან ქართველი ხალხის მხარეს და ემსახურებიან საქართველოს, თუ არიან ივანიშვილის მხარეს და ემსახურებიან რუსულ რეჟიმს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს ყველა კეთილსინდისიერმა პროკურორმა, თუ არსებობს ასეთი ადამიანები დღეს ამ შენობაში.

სწორედ ამიტომ ვართ შეკრებილები დღეს ჩვენ აქ. ყველა დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, უსამართლო დევნა უნდა შეწყდეს, პოლიტიკური საქმეები უნდა შეწყდეს და უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, საქართველო არის ევროპა, ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ და ეს არის გარდაუვალი, ამას ვერც ივანიშვილი და ვერავინ ვერ შეცვლის და დაკავებული ადამიანები საკუთარი ქმედებით იცავდნენ საქართველოს, არიან გმირები და გმირები კი არ უნდა იყვნენ პატიმრობაში, არამედ ის სამართალდამცავები, რომლებიც არაადამიანურად ეპყრობოდნენ დაკავებულებს, აწამებდნენ და ყველა ასეთი ადამიანი აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით – “შეუძლებელია საქართველოში შენარჩუნდეს პოლიტიკური სისტემა, რომელიც მთელი თავისი არსით და ბუნებით არის რუსული. ჩვენ რასაც ვიძახდით, რომ ეს არის რუსული რეჟიმი, უკვე გაფორმდა საქართველოში, რადგან შეუძლებელია ზვიად ცეცხლაძეს, მის თანატოლებს, სხვა ადამიანებს ეს სისტემა აწამებს, სიკვდილის კორიდორებს უწყობენ და შემდეგ სვამენ ციხეში.

შეუძლებელია ქართველი პატრიოტების მწამებელი სისტემა შენარჩუნდეს საქართველოში, ეს არ ზის არც ჩვენს კულტურულ და პოლიტიკურ იდენტობაში, პროკურატურასთანაც იმიტომ მოვედით, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ე.წ. სახელმწიფო უწყებებში მუშაობს, რომელიც უკვე რუსეთის აგენტის, ივანიშვილის საკუთრებაში გადავიდა, მათ ნამდვილად აქვთ ბოლო მომენტი, რომ აირჩიონ სხვა მხარე, რადგან სხვა მხრივ ისინი პოლიტიკურ, სოციალურ და მორალ საფლავში ჩაჰყვებიან ივანიშვილის იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა კი არ გაგრძელდება, არამედ ამ რეჟიმის ყველა მსახური იქნება კეთროვანი სოციალურად, პოლიტიკურად და მორალურად, ამიტომ მოვუწოდებ პროკურატურის თანამშრომლებს, რომ აირჩიონ მხარე”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოლიგარქიული სახელმწიფო: სამი რამ გადაბმული ერთმანეთში…” – ანა დოლიძე

სასამართლო ხელისუფლებაზე აქცენტით, ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს პარტია "ხალხისთვის"...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...