spot_img
მთავარირეგიონის ამბებიჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შესაბამისად ქუთაისში დღეის მდგომარეობით კორონა...

ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შესაბამისად ქუთაისში დღეის მდგომარეობით კორონა ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით მყოფ ექვს პირს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკაში პასუხები ცოტა ხნის წინ მიიღეს. ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია და მკურნალობა უტარდებათ. ამ დროისთვის კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით ოთხი ახალი პაციენტია, მათგან ერთი ბავშვია. მათ ანალიზებს დღეს აუღებენ. ყველა მათგანს მოგზაურობის ან მოგზაურობაში მყოფ პირებთან კონტაქტის ისტორია აქვს.

ექიმი თეიმურაზ ნადირაძე აცხადებს, რომ ქუთაისის ლაბორატორიაში კვლევების ჩატარებამ, მათ მუშაობა გაუადვილა, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს მადლობას უხდის.

შეგახსენებთ, კორონა ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში “CoVid-19”-ის სავარაუდო სიმპტომების მქონე ასამდე პაციენტი მოთავსდა. უკვე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ევროპელი ინფლუენსერები ბათუმში მოგზაურობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ბათუმს ესპანელი, იტალიელი, პოლონელი და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...