ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აღტაცებული ვარ თავისუფალი ქართული ბიზნესის აქტიურობით" - მიხეილ...

“აღტაცებული ვარ თავისუფალი ქართული ბიზნესის აქტიურობით” – მიხეილ სააკაშვილი

თავისუფალი ქართული ბიზნესის აქტიურობას, პროტესტს, საერთო განცხადებაზე ხელმოწერებს ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

აღტაცებული ვარ თავისუფალი ქართული ბიზნესის აქტიურობით, ეს არის უპრეცედენტო დონე სამოქალაქო პასუხისმგებლობის.

იმედი მაქვს, რომ ისინი ფინანსურად მხარს დაუჭერენ რეგიონებიდან თბილისში საერთო სახალხო მარშს, ახლა ეს იქნება კრიტიკულად გადამწყვეტი.

დიქტატურა თუ საბოლოოდ დამყარდა, საქართველოში ბიზნესის ადგილი აღარ იქნება და ეს მე მგონი ყველას კარგად ესმის“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, თავისუფალი ბიზნესების განცხადება:
არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება.

ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველა რომ საკუთარ ამბიციებს და ეგოებს ზომავთ ამ ქვეყანაში, ეგებ ჯერ სახელმწიფოს ამბიცია განგვესაზღვრა!”...

ე.წ. ტექნიკური მთავრობის იდეის განსახილველად წამოწევას ეხმაურება ანალიტიკოსი ლელა...

“ივანიშვილი ყოველ დილას იწყებს აკვიატებული ფიქრით “აბა დღეს ვის რა ვავნო”, ხოდა ამჯერად მე...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეულ ფაქტებზე მითითებით, ბიძინა...

ლაშა ბუღაძე: “იცით, რატომ დაიჭირეს 9 შვილის დედა კიდევ ერთხელ? იმიტომ რომ…”

ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე ფილოლოგის, მასწავლებლის, ლექტორის, 9...

“ჩვენ მოწმენი გავხდით რამდენიმეთვიანი ცრუ კამპანიისა, რომელშიც უცხოელი მაღალი თანამდებობის პირებიც იყვნენ ჩართული” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...