spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სამწუხაროდ სახელმწიფო იყენებს სხვადასხვა ფორმის არაპროპორციულ ძალას და...

“სამწუხაროდ სახელმწიფო იყენებს სხვადასხვა ფორმის არაპროპორციულ ძალას და დაპირისპირებულება უკვე მიუახლოვდა კრიტიკულ ზღვარს” – ამირან გამყრელიძე

,,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძემ, Facebook-ის პირად გვერდზე, რამდენიმე დღის წინ ვრცელი შეფასება-განმარტებები გააკეთა დემონსტრანტების დასაშლელად გამოყენებულ ნივთიერებებთან და სხვა მძიმე საკითხებთან დაკავშირებით:

მივმართავ მათ ვისაც ეს ეხება, დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს!

როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე, მეც ერთ-ერთი, სპეციალობით ექიმი, ბევრის მნახველი და მონაწილე, მათ შორის კრიზისული სიტუაციების, ვაკვირდები მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მთელს საქართველოში, რომელშიც მონაწილეობს ასი ათასობით მოქალაქე, რომლის მსგავსი მაშტაბის არ მახსოვს.

სამწუხაროდ უკვე რამდენიმე დღეა სახელმწიფო იყენებს, განსაკუთრებით თბილისში, სხვადასხვა ფორმის არაპროპორციულ ძალას და დაპირისპირებულება უკვე მიუახლოვდა კრიტიკულ ზღვარს. როგორც ექიმი და ათეული წლების განმავლობაში პიროვნება მდგარი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე, ძალიან განვიცდი ასეთ ესკალაციას, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და ამაზე მთელი პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფოს დაეკისრება.

პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილი ჩვენი მომავალი თაობა, ახალგაზრდობაა და მათზე ხელის აღმართვა დღეს გამოყენებული მეთოდებით, რაც ხდება და გამოიხატება ასობით ადამიანის მიზანმიმართული ტრავმული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაციაში, მათ შორის რთული დაზიანებებით და ათასობით ადამიანის ე.წ. ცრემლსადენი გაზით და წიწაკის სპრეით ხანგრძლივ ექსპოზიციაში (მრავალი დღის განმავლობაში ზემოქმედება), არცერთი მსგავსი პროტესტის დროს არ ყოფილა ქვეყანაში ჩემს მეხსიერებაში, თუ არ ჩავთვლით ცხრა აპრილს როცა სამწუხაროდ იყო გამოყენებული სხვა ტიპის მომწამვლელი ნივთიერება და გვქონდა მსხვერპლი, ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსისგან. იყო მხოლოდ ერთჯერადი (ერთდღიანი) გამოყენება და დამერწუმენეთ ეს ხანგრძლივვადიანი ზემოქმედება უკვალოდ არ ჩაივლის ექსპოზირებული ადამიანების ჯანმრთელობის თვალსაზრისით, იქნებიან ესენი მშვიდობიანი პროტესტანტები, ახლოში მცხოვრები მოსახლეობა თუ თვითონ სპეცრაზმელები.

დარწმუნებული ვარ რომ ჩემი კოლეგები, სასწრაფო დახმარების თუ საავადმოყოების სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებენ ადამიანთა დროული სამედიცინო დახმარებისთვის როგორც ყოველთვის და ისტორიულად ასეთი ტიპის კრიზისების დროს სამედიცინო პერსონალი ყოველთვის მოწოდების დონეზეა. მაგრამ საჭიროა რომ აქციის მონაწილეებს რეგულარულად მიეწოდოთ სრული ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების დროს ჯანმრთელობის რისკების შესახებ და მათთვის ხელმისაწვდომი იყოს პრევენციული საშუალებები ადგილებზე (სულ მცირე N95 ნიღბები, ფიზიოლოგიური ხსნარი და წყალი კანის ზედაპირისა და სახის სწრაფი დამუშავებისა და ტანსაცმლის დეკონტამინაციისთვის, დაურიგდეს მათ ნაბეჭდი რეკომენდაციები თუ როგორი პრევენციული ღონისძიებები გაატარონ ამ დროს და სიტემატიურად ცხადდებოდეს ეს რადიოთი და სოციალური მედიით. ეს უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა).

თვალს ნუ დავხუჭავთ რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ის სულ უფრო და უფრო მწვავდება და ნუ შევიყვანთ მას გამოუვალ ჩიხში, საიდანაც გამოსვლა სულ უფრო ძალიან რთული იქნება. კარგად იცით, რომ ეს ახარებს მხოლოდ ერთ ქვეყანას, ჩრდილოელ მეზობელს, რომელსაც მუდმივი ქაოსი უნდა ამ ქვეყანაში და ნუ გავახარებთ მტერს. ჩვენი ნამდვილი მეგობრები გვთავაზობონ გამოსავლის რეალურ გზებს, რომ ჩვენ კვლავ დავრჩეთ დასავლურ ორბიტაზე და ხელიდან არ გაუშვათ ევრო და ჩრდილო- ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დარჩენის რეალური შანსი. ნუ დავუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას ქვეყნის განვითარების ამ გზაჯვარედინზე.

ახალგაზრდობასთან ბრძოლაში ვერასოდეს ვერ და არ უნდა გაიმარჯვოს მამების თაობამ, ეს დიალექტიკის კანონია. ასეთი კრიზის დროს ძლიერმა უნდა დათმოს და ეს სისუტის ნიშანი არ იქნება, პირიქით სიბრძნისა და სწორი სტრატეგიული ხედვის.

კრიზისის განმუხტვის გასაღები ჯერ კიდევ თქვენს ხელშია. მოსახლებასთან ასეთი ფართომაშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია ის ქვეყანას მხოლოდ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ნუ დავუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას და ნუ გავახარებთ მტრებს!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ამირან გამყრელიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,”შეშფოთება” და “წუხილი”…!” –...

ევროპარლამენტარებს, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ...

“ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ ეს მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 22 წლის წინანდელ კონკრეტულ...

“სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება” – დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და...

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცალკეული...

“ხელისუფლების ბოლო პერიოდის საქმენი საგმირონი…” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მმართველი გუნდთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...