ორშაბათი, ივლისი 28, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიცესკოს განცხადება ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე

ცესკოს განცხადება ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე

17 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დაწესებულებაში დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ეს ნაბიჯი პირდაპირ არის დაკავშირებული ინსტიტუციური განვითარების შემდეგ ფაზასთან და მიზნად ისახავს ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფას. დროთა განმავლობაში და განსაკუთრებით საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები ვითარდება, რაც ხშირად საჭიროებს სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს.

17 დეკემბერს, 12:00 საათზე, გაიმართა ცესკოს სხდომა და დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა და სწორედ ზემოთხსენებული საჭიროებების გათვალისწინებით ცესკოს აპარატში 118 საშტატო პოზიცია 103-მდე შემცირდა; რის თაობაზეც, კანონმდებლობის სრული დაცვით, მოსალოდნელი შემცირების შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობათ შესაბამის თანამშრომლებს.

მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ზუსტი ინფორმირება ამ პროცესთან დაკავშირებით, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოდერნიზაციის მორიგი ეტაპი არ იქნას ინტერპრეტირებული და მიკერძოებულად დაკავშირებული გათავისუფლებული თანამშრომლების რაიმე შეხედულებებთან.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რეორგანიზაციას საფუძვლად უდევს ინსტიტუციური საჭიროებები. ცენტრალური საარჩევნო კომისია თითოეული თანამშრომლის დასაქმების პროცესში, ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ პოტენციური კადრების კომპეტენციებითა და პროფესიონალიზმის ხარისხით, რაც დასტურდება მრავალი ათეული წლის მანძილზე მომუშავე თანამშრომელთა დიდი გუნდის არსებობით ადმინისტრაციაში, თუმცა, უდავოა ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია განახლება და ადაპტაცია იმ გამოწვევების დაძლევის მიზნით, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველი არჩევნების წინ და შემდგომ აქვს.

ცალსახაა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც საჯარო ინსტიტუცია მყარად და გეგმაზომიერად მიყვება განვითარების გზას და ითვალისწინებს ყველა თანამედროვე ტენდენციას თუ ინსტრუმენტებს (იქნება ეს საინფორმაციო თუ საარჩევნო ტექნოლოგიები, ელექტრონული სერვისები, თუ ამომრჩევლის მომსახურების გაუმჯობესებისთვის ახალი მექანიზმები). უშუალოდ 2024 წლის პარლამენტის არჩევნების დღე კი სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, მათ შორის ეუთო/ოდირის წინასწარი განცხადებით კარგად იყო ადმინისტრირებული.
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახლა ან მომავალში გადასაწყვეტ საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეები შესაძლოა შეეცადონ ეს საკითხი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ და მოახდინონ მისი პოლიტიზება. აქედან გამომდინარე, საზოგადოების სწორად და ობიექტურად ინფორმირების მიზნით, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს ზემოაღნიშნულ სავარაუდო ტენდენციებს, რომელიც ამახინჯებს ინსტიტუციური რეორგანიზაციის ნამდვილ მიზანს, ნუ გამოიყენებენ საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის შელახვის მიზნით.

ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ის კაცი რატომ არის ბრძენი და ქვეყნის გადამრჩენი, დროგამოშვებით ქურდ და აგენტ პრემიერებს რომ...

ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტებით - შეფასებები, მინიშნებები, განმარტებები (არა)რიტორიკული...

“ხალხი 300 ლარზე იბეგრება, ივანიშვილი კი ნახევარ მილიარდიან ნახატებში ლარსაც კი არ იხდის” –...

“ხალხი 300 ლარზე იბეგრება, ივანიშვილი კი ნახევარ მილიარდიან ნახატებში...

“წარმოიდგინეთ, ამით რას გვეუბნება: რუსეთი ნამდვილი მტერი კი არ არის, არამედ შექმნილი მტრის ხატიაო”...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ირაკლი კობახიძის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას  კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეგ კაცი წერილებს მაშინ აქვეყნებს და აქვეყნებინებს, როცა ძალიან ცუდადაა” – ვახო სანაია ბიძინა...

ჟურნალისტ ვახო სანაიას კონკრეტული ვარაუდები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე,...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“მე ასეთი რეალობისთვის ხმა არ მიმიცია და არც ნდობა გამომიცხადებია!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში...

“უკანონობის ისეთ ეტაპს მივაღწიეთ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქას ნოსტალგიით ვიხსენებთ!” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი ქვეყანაში არსებულ...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...