ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებირუსეთმა 2006 წელს უკანონო დეპორტაციის გამო საქართველოს 7...

რუსეთმა 2006 წელს უკანონო დეპორტაციის გამო საქართველოს 7 დაზარალებულ მოქალაქე კომპენსაცია გადაუხადა

რუსეთის ფედერაციამ საიას დაცვის ქვეშ მყოფ 7 პირს კომპენსაცია გადაუხადა. საკითხი ეხება რუსეთიდან ქართველების კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც ცნობილია 2006 წელს რუსეთის ფედერაციამ ქართველები იძულების წესით და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით საქართველოში 1500 ადამიანი გამოადეპორტა. დაზარალებულებმა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეიტანეს საჩივარი, 8 მათგანს კი ჰქონდა ინდივიდუალური საჩივრები ევროპულ სასამართლოში შეტანილი, რომელთა უფლებებსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

საიას განცხადებით 7 დაზარალებულს ჩაერიცხათ კომპენსაციის თანხა, ხოლო ერთ მომჩივანთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციამ საიას დაცვის ქვეშ მყოფ 7 პირს ჩაურიცხა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მიკუთვნებული კომპენსაცია, ხოლო ერთ მომჩივანთან მიმართებით საია აგრძელებს კომუნიკაციას რუსეთის ფედერაციასთან,“ – ნათქვამია საიას ოფიციალურ განცხადებაში.

საიას ინფორმაციით გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 26 ივნისს მიიღო და სამი თვე ჰქონდა ვადა დაკისრებული კომპენსაციის გადასახდელად, ვადა 2019 წლის 26 სექტემბერს გავიდა. თუმცა, დადგენილ ვადაში რუსეთს საიას დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის თანხა არ გადაუხდია.

ინდივიდუალურ საქმეებზე ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2019 წლის 26 მარტს გამოიტანა. გადაწყვეტილებით, რუსეთს დაზარალებული მოქალაქეებისთვის, მათ შორის საიას დაცვის ქვეშ მყოფი 8 პირის, სასარგებლოდ სხვადასხვა ოდენობის კომპენსაცია (2000 ევრო ან/და 10,000-დან 15,000 ევროს ფარგლებში) უნდა გადაეხადა. კომპენსაციის ოდენობა თითოეულ მომჩივანთან მიმართებით ინდივიდუალურად განისაზღვრა მათ მიმართ დარღვეული უფლებების სიმძიმის, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ცნობილია, რომ ინდივიდუალური საქმეების გარდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ სარჩელი მოიგო და სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ფარგლებშიც დაეკისრა 10 მილიონი ევროს ოდენობით თანხის გადახდა იძულებით დეპორტირებული 1500 პირისათვის. ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2019 წლის 31 იანვარს გამოიტანა, თუმცა დაკისრებულ მოვალებას რუსეთი თავს არიდებს, რის გამოც ევროპული მინისტრთა კომიტეტისაგან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“მე ვიცი როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 19...