spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პრინციპულ ადამიანს, გიორგი გოგინაშვილს, რომელმაც...

“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პრინციპულ ადამიანს, გიორგი გოგინაშვილს, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა სამსახური და მოძალადე სისტემაში დარჩენას თავის ხალხთან ერთად დგომა არჩია” – გიორგი ვაშაძე

შსს-ს თანამშრომელმა გიორგი გოგინაშვილმა 3 დეკემბერს თანამდებობა დატოვა. მის ამ გადაწყვეტილებას, მხარდამჭერი განცხადებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე:

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პრინციპულ ადამიანს, გიორგი გოგინაშვილს, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა სამსახური და მოძალადე სისტემაში დარჩენას თავის ხალხთან ერთად დგომა არჩია.

დარწმუნებული ვართ, რომ სისტემაში ბევრი ადამიანია, ვინც მზად არის მსგავსი ნაბიჯი გადადგას. გიორგის გამბედაობა სამაგალითოა, რომელმაც უარი თქვა საკუთარი მოქალაქეების მიმართ სადამსჯელო იარაღად ქცეული პოლიციის სისტემაში სამსახურზე.

ივანიშვილის რეჟიმს უნდა ესმოდეს, რომ ამ ადამიანებს ვერ დააშინებენ და ვერ გატეხენ, რადგან ჩვენი მთავარი ძალა ერთიანობაში და სიმართლეშია.

უკან დახევა დაუშვებელია. ვიბრძვით საქართველოს გამარჯვებამდე!” – გიორგი ვაშაძე.

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

 

ინფორმაციისთვის: სამსახურის დატოვების თაობაზე 3 დეკემბერს განცხადების გაკეთების შემდეგ პატრულ-ინსპექტორი გიორგი გოგინაშვილი გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს, რის თაობაზეც განმარტებები გააკეთა სოციალურ ქსელში:

გამოვედი, მშვიდობაა. მინისტრს ჯერ ხელი არ მოუწერია ჩემს გათავისუფლებაზე, გამომდინარე აქედან კვლავ თანამშრომლად ვითვლები და სამსახურში რატომ არ დადიხარო ეს იყო მთავარი მიზეზი.

გენინსპექციის თანამშრომელი კანონის ფარგლებში და თავაზიანად დამხვდა, ყველაფერი როგორც საჭიროა ისე გაკეთდა და წამოვედი. დანარჩენი ვნახოთ რა იქნება…

მაქსიმუმ დასკვნით გამომიშვან, რომ ვერასდროს ვეღარ შევძლო სტრუქტურაში მუშაობა. არ მადარდებს“, – აღნიშნავს გიორგი გოგინაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...