ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელ გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” წევრებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმებასთან დაკავშირებით, შეფასებებს აკეთებს და საზღვარგარეთის ქვეყნებში ჩვენს ელჩებს კონკრეტული შეთავაზებებით მიმართავს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
“ბატონო და ქალბატონო ელჩებო!
მესმის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ძირითადად შოპინგზე ჩამოსული ქოცების ექსკურსიებს ემსახურებოდით. სხვა საქმე აღარ გქონდათ.
ახლა ექსკურსიებიც უქმდება და რაღა უნდა აკეთოთ?!
ერთადერთი, ამ თქვენთვის ბოლო ჟამს, უნდა მოიკრიბოთ ღირსების ნარჩენები, აღიაროთ, რომ მაინც უმუშევრები ხართ და გადადგეთ…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.