spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არავის მივცემთ უფლებას, ბატონყმური დამოკიდებულება ჰქონდეს საქართველოს მიმართ"...

“არავის მივცემთ უფლებას, ბატონყმური დამოკიდებულება ჰქონდეს საქართველოს მიმართ” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება მოსაზრება, თითქოს ევროპულმა საბჭომ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების შეჩერება იმის გამო გადაწყვიტა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა:

ტყუილია. რაც შეეხება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხს, საქართველოს მთავრობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. მოლაპარაკებები უნდა გახსნას ევროკავშირმა. გახსნან, დღესვე ვაწერთ ხელს. არანაირი პრობლემა არ არსებობს ამ მიმართულებით. შანტაჟი კატეგორიულად მიუღებელია, ისევე, როგორც კანდიდატის სტატუსთან იყო. გახსოვთ, როგორ იყენებდნენ ამ ყველაფერს. გვეუბნებოდნენ, ქართველებს გგულშემატკივრობთ, კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდი. იგივე შანტაჟი გრძელდება დღეს, მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საბჭოს ამ გადაწყვეტილებას 25 ქვეყანა უჭერს მხარს, საქართველოს ხელისუფლება არავის მიცემს უფლებას, ჩვენი ქვეყნის მიმართ ბატონყმური დამოკიდებულება ჰქონდეს.

არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ბატონყმური დამოკიდებულება ჰქონდეს ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ იგივე პროცესები განვითარდეს ქვეყანაში, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ქართველ ხალხს რაღაცები ავიწყდება. ამოიღეთ განცხადებები, რომელიც კეთდებოდა მეორე ფრონტთან დაკავშირებით. სანქციებზეც ხომ ამბობდნენ, არავის მოვუწოდებთ სანქციებთან მიერთებასო? ჩაწერეს თუ არა რეზოლუციაში? არც სანქციებს მივუერთდებით და არ ქვეყნის უკრაინიზაცია მოხდება. საქართველოში გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“9 მაისი ჩვენი არაა, რუსებისაა. ქოცებისაც, ცხადია. ქართველებმა 8 მაისი უნდა აღვნიშნოთ, როცა ცივილიზებული...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს...

“სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება” – დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და...

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცალკეული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“კახი კალაძემ თბილისელებს დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის სესხი აჰკიდა…” – ლაშა ფარულავა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...