ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ევროკავშირის ქვეყნებმა დასაჯეს გახრწნილი ქოცური "ელიტა" და...

“ევროკავშირის ქვეყნებმა დასაჯეს გახრწნილი ქოცური “ელიტა” და არა ქართველი ხალხი” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ევროკავშირის მხრიდან, დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, მოსალოდნელ შეზღუდვებს ირონიანარევი შეფასებებით ეხმაურება:

უკვე დაიწყო სპეკულაციები, რას ნიშნავს დიპლომატიური პასპორტიანებისთვის სავიზო სანქციების დაწესება და თითქოს არაფერი, რა პრობლემაა, ჩვეულებრივი პასპორტებით ივლიან ეს დასანქცირებულები. სანამ უფრო ღრმად წავალთ, ახლავე გავარკვიოთ:

დიპლომატიური პასპორტის ქონა არის პრივილეგია და ამ პრივილეგიით ამ ქვეყანაში ასობით ადამიანი სარგებლობს. დასასანქცირებელ ჯგუფად დიპპასპორტიანების შერჩევა იმას კი არ ნიშნავს, რომ ფიზიკურად პასპორტს ერჩის ვინმე, არამედ იმას, რომ დაასანქცირეს ამ პასპორტების მფლობელები, ანუ უკვე იდენტიფიცირებული საქართველოს პრივილეგირებულთა დიიიდი კასტა.

სიების შედგენას და ზედმეტ წერა–კითხვას ამჯობინეს ბარემ გამოკვეთილი და უკვე იდენტიფიცირებული ელიტა დაესანქცირებინათ. ეს არის ძალიან ძლიერი ნაბიჯი. რომც სცადონ ჩვეულებრივი პასპორტით მოგზაურობა, პირადი ნომერი იგივე ექნებათ, რაც ძველ პასპორტში და ეს დასანქცირებული და იდენტიფიცირებული პირები ვერც ჩვეულებრივი პასპორტით ვეღარ გადაკვეთენ ევროკავშირის ქვეყნებს. გვარ–სახელს და პირად ნომერს თუ შეიცვლიან მაგ შემთხვევაში ვერ გეტყვით, შეიძლება შეძლონ შეპარვა. ასე რომ, შევირგოთ ეს გამარჯვება და ნუ ვმაზოხისტობთ – ევროკავშირის ქვეყნებმა დასაჯეს გახრწნილი ქოცური “ელიტა“ და არა ქართველი ხალხი. ეს ჩვენი ბრძოლის შედეგია!

აუ, რომ წარმოვიდგენ ტიპები ამ დიპპასპორტებისთვის და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის რას აღარ აკეთებდნენ, რანაირად აღარ ეტენებოდნენ უფროსებს, რომ ლიმიტებში და კვოტებში მოხვედრილიყვნენ სხვადასხვა სტრუქტურებიდან და ბოლოს შერჩათ ხელში გახსნილი ლიმონკა😅 სადაც არ უნდა გადააგდონ ახლა და გადაფხრიწონ ის პასპორტები, მაინც შარში არიან😅“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპასა და აშშ-შია”...

თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიისთვის დაუშვებელს...

“ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

“კომისიის დავალებათა შეუსრულებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, იწვევს შესაბამის სანქციას” – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან...