spot_img
მთავარიინტერვიუ"მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად დასმა ბანდიტი ბიძინა ივანიშვილის მიერ...

“მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად დასმა ბანდიტი ბიძინა ივანიშვილის მიერ პირდაპირ მიუთითებს, რომ მას სჭირდება ყურმოჭრილი მონა თავისი პრო-რუსული დავალებების შესასრულებლად” – ამირან ნატრიაშვილი

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციია ერთ-ერთი ლიდერი, ამირან ნატრიაშვილი მწვავე შეფასებას აკეთებს 14 დეკემბერს, პარლამენტში, ე.წ. ხმოსნების მიერ პრეზინდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევასთან დაკავშირებით:

,,მიხეილ ყაველაშვილი არის არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ არალეგიტიმურად დასმული პრეზიდენტი, რომელიც არის სრულიად შეუსაბამო ჯერ – პარლამენტარობისთვის და შემდეგ უკვე – პრეზიდენტობისთვის. მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად დასმა ბანდიტი ბიძინა ივანიშვილის მიერ პირდაპირ მიუთითებს, რომ მას სჭირდება ყურმოჭრილი მონა თავისი პრო-რუსული დავალებების შესასრულებლად, რომელსაც რუსული სპეცსამსახურებისგან მიიღებს.

საქართველოში თვითგამოცხადებული ხელისუფლება ცდილობს, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინოს ქვეყანად, სადაც პრეზიდენტი არის გაუნათლებელი, 9 კლასის ატესტატის მქონე, თავის პროფესიაშიდაც კი, როგორც ფეხბურთელი, არც თუ ისე კარგი.

ასე, რომ – ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არალეგიტიმური ,,ხელისუფლება” გვყავს, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არის მიხეილ ყაველაშვილი სწორედ დასმული და ის ფაქტი, რომ ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, გამარჯვებამდე, რათა საქართველომ ამ რუსეთის აგენტების მიერ არ დაკარგოს ევროპული მომავალი, ის გეზი და იდენტობა, რომელიც ახალ ისტორიაში ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროს დაიწყო.

იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი იყო ზვიად გამსახურდია – ჩვენი ეროვნული გმირი; ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც ძალიან დიდი ცვლილებები მოახდინა საერთაშორისო პოლიტიკაში; მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმატორი მთელ მსოფლიოში; გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ფილოსოფიის აღმოსავლეთ ევრაზიის პროფესიონალია; იმ ქვეყანაში, სადაც საერთაშორისო და დიპლომატიურ საკითხებს დღევანდელი მოცემულობით ქართველი რკინის ლედი სალომე ზურაბიშვილი ახორციელებს, დღეს არალეგიტიმური პრეზიდენტი ხდება 9 კლასის განათლების მქონე არაპროფესიონალი ფეხბურთელი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც თავისი პოლიტიკური ისტორიის მანძილზე, გინების გარდა სხვა არაფრით არ დაამახსოვრა თავი ხალხს. ეს არის დიდი შეურაცხყოფა ქართველი ხალხის და ქართული ისტორიის”, – განაცხადა ამირან ნატრიაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...