საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, ბალტიის ქვეყნების მიერ სანქცირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება:
“ბალტიელების სიძულვილს შური განაპირობებს.
რუსეთის იმპერიაშიც და საბჭოთა კავშირშიც ქართველები გამორჩეულები ვიყავით.
რუსეთის იმპერიისთვის დაუმორჩილებლობითაც და საბჭოთა კრემლის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ქართველები სამაგალითონი ვიყავით.
ახლაც, როცა “ქედს არ ვუხრით არავის”, ძალიან გამოვირჩევით პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტურ სივრცეში.
შურთ ჩვენი, ძალიან შურთ, რომ არც ჩრდილოეთს ვემონებით და არც დასავლეთს ვემორჩილებით.
შურდათ იმპერიის დროს, შურდათ საბჭოეთის დროს და შურთ ახლაც.
ამ შურის გამო ვერ გვიტანენ.
კასტრატის შურია ეს.
საკუთარმა უძლურებამ გააბოროტა, თორემ მაგათთან მიწა არ გვაქვს გასაყოფი და არც ბალტიის ზღვა დაგვილევია კოვზით“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.