ოპოზიციას კონკრეტული შეხსენება-მინიშნებებით მიმართავს მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე:
“მწარე სიმართლე: ოთხი დაკიდებული თარიღი ჰქონდა ოპოზიციას, ოთხიდან სამი გამაზა – (ცესკო, პარლამენტის პირველი სხდომა, პრეზიდენტის არჩევნები).
კამერებთან კომენტარების გარდა ფუნქცია აღარ დარჩათ!
ბოლო ბოლო გაიფიცეთ😃🙈
ჩემი აზრით, ცოტა ზედმეტ ჟრიამულშია გადასული ეს ოპოზიცია. კარგი იქნება, თუ აზრზე მოხვალთ და სწორებას საქმეზე გააკეთებთ. ნუ დაარწმუნებთ საკუთარ თავებს, რომ “ოცნებამ” 3000 კაცის მობიზილება ვერ შეძლო ნაძვის ხის ანთებაზე.
დაუშვით მეორე ვერსია, რომ ეს თემა შემოგდებული იყო, ყაველაშვილის არჩევის შემდეგ მძაფრ პროტესტს ელოდებოდა, რადგან მსგავსი არაფერი მომხდარა და არჩევნებიც უპრობლემოდ ჩაატარა, თავად თქვეს უარი გეგმა B-ზე. მთავარი გასაკეთებელი რაც ქონდათ, იმით დაკმაყოფილდნენ.
არაა საჭირო ამ გამარჯვების ორკვირიანი ზეიმი, ფოკუსირდით რეალურ შედეგზე, მაგ. გვითხარით რას აპირებთ პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს?!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.