spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს და ის ასეც მოიქცევა...

“ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს და ის ასეც მოიქცევა უფრო მალე, ვიდრე გვგონია” – ნიკა გვარამია

მარნეულის იზოლატორიდან მორიგი გზავნილებით ახდენს ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებას, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია:

საქართველოს არალეგიტიმური, თვითგამოცხადებული „პარლამენტი“ სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციური გადატრიალების შედეგად პარლამენტის შენობაში შეჭრილი ბრბო.

ნებისმიერ კანონს, რომელსაც მიიღებენ, ნებისმიერ „მთავრობას“ თუ კარიკატურულ „პრეზიდენტს“ აქვს ფუჩეჩის (ჩალა უფრო ძვირია) ფასი.

საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი და ქვეყნისა და ხალხის სახელით საუბრის უფლება აქვს მხოლოდ მას!

გამოსავალი ერთადერთია: ახალი არჩევნები ნეიტრალური და სანდო ადმინისტრაციით და მაღალი საერთაშორისო ჩართულობით და ასეთი არჩევნები იქნება აუცილებლად და იმაზე მალე, ვიდრე გვგონია.

ბევრად მკაცრი საერთაშორისო სანქციები, ეჭვგარეშეა, იქნება და, კვლავ იმაზე მალე, ვიდრე გვგონია.

ივანიშვილი დამარცხებულია, რეჟიმი ჩამოშლილია და ამის სამართლებრივად გაფორმება მხოლოდ დროის საკითხია, რაც ჩვენგან გამძლეობას და თანმიმდევრულობას მოითხოვს.

ჩემი შეფასებით (რაც შემიძლია საკანში გავიგო ადვოკატების მეშვეობით) ყველაფერი, კვლავ იმაზე უკეთესად მიდის, ვიდრე წარმოვიდგენდით – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც.

ერთადერთი, რისი იმედიც, ქოცებს დარჩათ, ე.წ. ახალი წლებია, როცა საქართველო, ტრადიციულად, 2 კვირით იძინებს.

ჩავხედოთ რეალობას თვალებში – ეს მართლაც სერიოზული გამოწვევაა, რომელიც, თუ გადავლახეთ, სამშობლოს სამშვიდობოს გავიყვანთ და მივალთ, სადაც ათწლეულია, მივდივართ – ევროპაში!

და ბოლოს: ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს! ის აქ ვეღარ დარჩება. ამ საფრთხის აქ დატოვება მუდმივად დენთის კასრზე ჯდომაა, რაც, ცხადია, უნდა გამოვრიცხოთ. ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს და ის ასეც მოიქცევა, კვლავ, უფრო მალე, ვიდრე გვგონია.

ძირს ნიღბიანების დიქტატურა!
გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს!” – აცხადებს ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...