სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, თავისი ერთგვარი პრიორიტეტული შეფასებით, “ქართულ ოცნებას” კონკრეტულ ტყუილებში ამხელს:
“წლებია, „ქართული ოცნება“ ერთ დიდ ტყუილად გადაიქცა – ცინიზმში, უსამართლობაში, კარიკატურაში აზელილ ტყულად!
ბევრი ტყუილის ჩამოთვლა შეიძლება. მე ყველაზე მეტად ორ „მსხვილ“ ტყუილზე მეცინება:
ა) ხალხს რომ აჯერებენ, 2028 (თუნდაც, 2030) წლისთვის ევროპა „გამოიცვლება“, გაორბანიზდება და ხელებგაშლილი შევალთ ევროკავშირში და ბ) აშშ რომ 20 იანვრიდან ნახტომს გააკეთებს დემოკრატიიდან ავტორიტარიზმში, ტრამპი და ბიძინა დაძმობილდებიან და გზას ერთად გაუდგებიან.
სულ ცინცხალი „წვრილი“ ტყუილი ისაა, „ხალხის ძალა“ რომ ოპოზიციაში გადადის!
ჰოდა, ისე ქნეს, რომ თავადაც ტყუილ ხელისუფლებად ჩამოყალიბდნენ – ფსევდო პარლამენტით და მალე უკვე – ფესვდო პრეზიდენტით.
ხალხის უწყვეტი პროტესტი კი აჩვენებს, რომ ქ/ოცნების მოსატყუებელი კბილი საზოგადოების უმრავლესობამ უკვე გამოიცვალა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე იაგო კაჭკაჭიშვილი.