spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აღნიშნული კანონი მოქმედებს ყველა ევროპულ ქვეყანაში, ახალს არაფერს...

“აღნიშნული კანონი მოქმედებს ყველა ევროპულ ქვეყანაში, ახალს არაფერს ვიგონებთ” – კახა კალაძე აქციებზე პიროტექნიკისა და ნიღბების აკრძალვაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კანონი, რომელიც მოქალაქეებს აქციებზე პიროტექნიკისა და ნიღბების გამოყენებას უკრძალავს, ყველა ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს და საქართველოს პარლამენტი სწორედ ამ კანონმდებლობის გადმოტანას გეგმავს.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, თავისი პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატოს და ამისთვის სახის დამალვა საჭირო არ არის:

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრ ევროპულ ქვეყანაშია ამ ტიპის კანონი. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც ნიღბიანი ადამიანების მხრიდან ხდებოდა სამართალდარღვევა და ეს იყო ძალიან მძიმე, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლით დაწყებული, მძიმე საგნებსა და სიტყვიერ დაპირისპირებაზე აღარ ვსაუბრობ, რადგან უფრო მძიმე კონკრეტული ფაქტები იყო.

შენ როცა მიდიხარ რაღაცის გასაპროტესტებლად, თუ სახეს იმალავ და ნიღბით მიდიხარ, გამოდის, რომ წინასწარ უკვე დაგეგმილი გაქვს რაღაც ცუდი ქმედებები. შეიძლება, მე მქონდეს განსხვავებული მოსაზრება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ეს გავაპროტესტო მშვიდობიანად.

რა არის ამაში ცუდი ან რატომაა პრობლემა? ყველას ერთი მოსაზრება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვერ გვექნება.

შეიძლება იყოს განსხვავებული აზრი და ყველას უნდა გვქონდეს მისი მიმღებლობა, ცივილურად, ნორმალურად, როგორც ეს დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებშია. აღნიშნული კანონი, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი, ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანაშია. ჩვენ რაღაც ახალს და განსხვავებულს არაფერს ვიგონებთ. შეგიძლიათ ნახოთ, აღნიშნული კანონები როგორ მოქმედებს სხვადასხვა ევროპულ ქალაქებში. იმავეს გადმოტანა ხდება საქართველოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჯანმრთელობაშელახულიც ბოლომდე ცდილობდა თავის ფეხით შესულიყო ტაძარში და დაელოცა მრევლი…” – არჩილ გამზარდია ილია...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან...

“მთელი რიგი ცხოველთა უფლებადამცველების გასაგონად – თქვენი დასაწუნი “ლეიბორისტულ პარტიას” არაფერი აქვს” – შალვა...

4 აპრილს სახელმწიფო კანცელარიასთან ცხოველთა უფლებადამცველების საპროტესტო აქცია მოეწყო,...

“ეს პარაზიტი ენერგოვამპირები ანგრევენ ენერგეტიკულ სექტორს და მთავარ როლს თამაშობენ ტარიფების ზრდაში” – რომან...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე კრიპტოსაწარმოების ბიზნესს ეწინააღმდეგება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სინოდს მიმართვა გავუგზავნე პატრიარქის კანონიზაციის პროცესის დაწყების თხოვნით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდს...

“ეგ არის “კარმუშკისთვის” ბრძოლა და ეგ “კარმუშკებიც” დაგეხურებათ საბედნიეროდ ადრე თუ გვიან” – თამარ...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...