შაბათი, ივლისი 5, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიაქტივისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე ერთი...

აქტივისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე ერთი პირია დაკავებული – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აქციაზე დაკავებული აქტივისტის ს.ქ.-ს პირადი ცხოვრების კადრების სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე, 46 წლის მამაკაცი დააკავა.

2024 წლის დეკემბრის დასაწყისში, ბრალდებულმა, სოციალურ ქსელ „Facebook”-ის ყალბი მომხმარებლისგან, დაზარალებულის ამსახველი ინტიმური ხასიათის ვიდეო მოიპოვა და 12 დეკემბერს, მისი დამცირების და სახელის შებღალვის მიზნით „Facebook”-ზე ერთ-ერთ საჯარო პოსტზე, რომელსაც ათასობით ნახვა ჰქონდა, კომენტარის სახით ატვირთა და გაუვრცელა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ინტიმური შინაარსის ვიდეოფაილის სოციალური ქსელით გავრცელებასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება მყისიერად წარმართა.

ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი იქნა ბრალდებულის ვინაობა და მისი ადგილსამყოფელი. ჩატარდა საცხოვრებელი სახლის და პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა გავრცელებული ვიდეოჩანაწერი.

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...