ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საფრანგეთის პრეზიდენტის ზარი ივანიშვილთან, რომელიც არ ფლობს არანაირ...

“საფრანგეთის პრეზიდენტის ზარი ივანიშვილთან, რომელიც არ ფლობს არანაირ სახელმწიფო თანამდებობას, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს მთავრობას” – ლევან ხაბეიშვილი

საფრანგეთის პრეზიდენტის ზარი ივანიშვილთან, რომელიც არ ფლობს არანაირ სახელმწიფო თანამდებობას, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს მთავრობას და რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური,“ – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მაკრონის ზართან დაკავშირებით.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით – „საქართველოს მოსახლეობას კარგად ესმის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ტელეფონს რომ იღებს და საქართველოში კი არ ურეკავს ე.წ. პრემიერ მინისტრს, ან ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს, ან მაღალი თანამდებობის პირს, ურეკავს ბანდფორმირების ლიდერს, ივანიშვილს, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს მთავრობას, რომ ეს მთავრობა არის არალეგიტიმური, სხვა შემთხვევაში ვინმემ ამიხსნას როგორ მოხდა, რომ პრეზიდენტმა ე.წ. პრემიერს არ დაურეკა, პირდაპირ დაურეკა ივანიშვილს, რომელიც არცერთ თანამდებობას არ ფლობს საჯარო, სახელმწიფო უწყებაში.

ფორმალურად, არავინ არ არის ივანიშვილი, მაგრამ მაკრონმა დაურეკა მას, რადგან არალეგიტიმური, არ აღიარებული ხელისუფლების ბანდფორმირების რეალური მმართველი და ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი და უნდა გვესმოდეს, რომ ამ საუბარს აუცილებლად მოჰყვება შედეგები არა მარტო ივანიშვილისთვის თუ ის ძალაუფლების ჩაბღაუჭებას გააგრძელებს, სამწუხაროდ ეკონომიკურად, სოციალურად კიდევ უფრო მძიმედ აისახება ქართველ ხალხზე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“100-150 მომიტინგე სრულიად უკანონოდ კეტავს მოძრაობას ხან აქ ხან იქ, და კანონი დუმს” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს ცალკეულ საპროტესტო აქტივობებთან...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 19...